რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სარატოვის საკატორღო საპყრობილეში პოლიტიკური ტუსაღი იასონ ჩიხლაძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს გიორგი მატარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოწვეული წევრი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ იმერეთის ცნობით, კავკასიის სამხედრო სასამართლომ პლატონ მიქაბერიძეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. კავკასიის მეფის მოადგილემ სასჯელი 15 წლის კატორღით შეუცვალა და ქუთაისის ციხიდან ნიკოლაევის საკატორღო სატუსაღოში გაგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ნოემბერს სასამართლო პალატას საშა, არტემ და გრიგოლ დუგლაძეების საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკასიის მეფის მოადგილემ იასონ ჩიხლაძეს სასამართლოს მიერ მისჯილი სიკვდილით დასჯა 15 წლის კატორღით შეუცვალა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ივანე თურქიასა და სიო ჭანტურიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში ადმინისტრაციული საქმის წარმოება ევალებოდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 დეკემბერს სამოსამართლო პალატას ჭოჭია ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. იგი შალვა მესხიშვილს უნდა დაეცვა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პლატონ მიქაბერიძეს ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოლქის სასამართლომ ჭოჭია ჩიქოვანს უვადო კატორღა მიუსაჯა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ალექსი ალხაზიშვილი, ვასილ ხუჭუა და ივანე თურქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს არტემ ახობაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში საბუღალტრო საქმის წარმოება ევალებოდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს დავით გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სარეპერტუარო კომისიის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 იანვარს ბობნევის სამრევლოს მედავითნე და მთავარი დიაკონი მოსე კავკასიძე დაითხოვეს საეკლესიო რიტუალების ხშირად გაცდენის გამო.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 25 თებერვალს ბათუმის სასამართლომ გაამართლა ბაგრატ ჟვანია, რომელსაც ოქროს საათის მოპარვა ბრალდებოდა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა Ახმეტის წმინდა კვირიკე და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ვასილ როსტომაშვილი.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა მცირე გომარეთის სამრევლოს მღვდელი საბა პაპანდოპულო.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა ქაშვეთის ეკლესიის წინამღვარი დავით ჭრელაშვილი.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 24 თებერვალს ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს. Ცხოიძეს საბუთების გაყალბების გამო რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე, ვასილ ლომაური არბოს მრევლის მედავითნედ დაინიშნა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს სიო ჭანტურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სარეპერტუარო კომისიის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე მიხეილ დავითაშვილი დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში გამართულ პედაგოგიურ კრებას ოცდაათამდე პედაგოგი დაესწრო. კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ხ. Ნ. Გროზდოვი, განიხილეს გერმანელი სწავლულის, შულცეს ნატურალური სწავლების მეთოდის შემოღების საკითხი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მარტს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა, სოლომონ ელიოზიშვილმა და ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმა, გრიგოლ გამდლიშვილმა ვერის ქუჩაზე მდებარე ახალი სამრევლო საკვირაო სკოლა აკურთხეს და ამ სკოლის არსებობის საჭიროებაზე ისაუბრეს.

