საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90446

1900

ტიპი: მფლობელობა

1900 წლის 9 მარტის ხელშეკრულებიდან ცნობილია, რომ ქვემო მაჩხაანში იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევის მიერ იჯარით აღებულ ხეხილის ბაღს სამხრეთ-დასავლეთიდან მიხეილ ლაზარეს ძე შანშიაშვილის მამული ესაზღვრებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ მონპელიეს ქართული წიგნსაცავის გამგე ვლადიმერ ცხადაძე მადლობას უხდის ანტონ გოგიაშვილს, იოსებ ლეჟავას, ინასარიძესა და ზარაფიშვილს დაწესებულებისთვის სხვადასხვა წიგნის შეწირვისათვის.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის იანვრის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ საქართველოში მყოფ იტალიელ მეცნიერსა და მოგზაურ გულიელმო პასილის უმასპინძლა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს კომისიაში, რომელსაც საადგილმამულო გადასახადების შემცირებაზე უნდა ემუშავა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 30 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი პრესა“ (დასაწყისი), რომელშიც მწვავედ არის გაკრიტიკებული გაზეთი „ივერია“ და მისი რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, როგორც უკიდურესი რეაქციონერი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ონის უფასო საერო სამკითხველოს წევრთა წერილი მიიღო თხოვნით, რომ უსასყიდლოდ მიეწოდებინა გაზეთ „ივერიის“ ნომრები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 22 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილომამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 17 იანვარს მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს 1899 წელს გამოცემული „კრებულის“ მე-4 ნომრის გაგზავნა სთხოვა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ხაზინის მოხელე ხარლამპი (იგივე ვარლამ) გოგნაძე ონის სამაზრო ხაზინის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კაპიტანი ვაჩნაძე კავკასიის გრენადერთა ბრიგადის მერვე ბატარეის უფროსად დაინიშნა და პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე ბაქოში მყოფ ქართველებთან ერთად დაესწრო გიორგი წერეთლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ბაქოში დავით ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილისგან შეიტყო გიორგი წერეთლის გარდაცვალება.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 იანვრამდე ბაქოში დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე და მარიამ მელიქიშვილი დაქორწინდნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე ბაქოში დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილის ქორწილს დაესწრო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირებისთვის ბაქოში გაემგზავრა.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 13 იანვარს სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ მერაბის ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 16 იანვარს დიდუბეში დაკრძალეს 12 იანვარს გარდაცვლილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 12 იანვარს ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 იანვარს გაზეთი „კვალი“ ეხმაურება ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ საახალწლოდ გამოქვეყნებულ სტატიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 იანვარს გაზეთ „კვალში“ რუბრიკით „ჟურნალ-გაზეთებიდან“ დაიბეჭდა ფრაგმენტები ილია ჭავჭავაძის წერილიდან „მეცხრამეტე საუკუნე“, ასევე კომენტარი, რომელშიც გაკრიტიკებულია ავტორი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 6 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის გამოსვლა ქართული თეატრის იუბილეზე („თითქმის იმ დღიდამ, როცა ჩვენი თეატრი დაიბადა...“).