რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1820
ტიპი: ღონისძიება
1820 წელს გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა აჯანყება ჩაახშო იმერეთსა და გურიაში.
1820
ტიპი: ღონისძიება
1820 წელს გენერალ-მაიორმა ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ავარიის ყოფილი ხანის, სულთან ახმედის წინაამღდეგ გაილაშქრა.
1826
ტიპი: თანამდებობა
1826 წლის ივლისში გენერალ-ლეიტენანტი გიორგი არსენის ძე ემანუელი დაინიშნა კავკასიური ხაზის ჯართა ხელმძღვანელად.
1826
ტიპი: ღონისძიება
1826 წლის 13 სექტემბერს პოლკოვნიკმა პეტრე ფონ დისტერლომ სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო თაბასარანში.
1828
ტიპი: ღონისძიება
1828 წლის 15 აგვისტოს გენერალ-მაიორმა ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძემ ბაიაზეთი აიღო.
1826
ტიპი: ღონისძიება
1826 წლის 13 სექტემბერს გენერალმა გიორგი იესეს ძე ერისთავმა ჭარელი ლეზგინების წინაამღდეგ გაილაშქრა.
1832
ტიპი: ღონისძიება
1832 წლის 12 მარტს გენერალ-ადიუტანტმა გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ჩეჩნეთსა და დაღესტანში.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წლის მაისში პორუჩიკი ყორღანოვი იყო კავკასიური ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წლის ოქტომბერში გენერალ-ადიუტანტი ალექსანდრე ივანეს ძე ნეიდგარტი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელად.
1844
ტიპი: თანამდებობა
1844 წლის 27 დეკემბერს გენერალ-ადიუტანტი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი ცალკეული კავკასიური კორპუსის მთავარსარდლად დაინიშნა.
1845
ტიპი: ღონისძიება
1845 წლის 31 მაისს გენერალ-ადიუტანტმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა დაღესტანსა და ჩეჩნეთზე გაილაშქრა.
1846
ტიპი: ღონისძიება
1846 წლის 9 თებერვალს კავკასიის ოლქის სასწავლებელთა დირექცია კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წლის 13 ნოემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულებით გენერალ-მაიორი დავით ლევანის ძე დადიანი სამეგრელოს მთავრად დაინიშნა.
1846
ტიპი: ღონისძიება
1846 წლის 15 ოქტომბერს გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ იოსების ძე ბებუთოვმა მარცხი აგემა შამილს ჩრდილოეთ დაღესტანში.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულება საქართველოს საეკლესიო მიწების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
1821
ტიპი: გარდაცვალება
1821 წლის 19 ივლისს სიღნაღის ოლქის წმინდა ნინოს მონასტერში გარდაიცვალა მიტროპოლიტი თეოფილაქტე.
1804
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის „კავკასიის კალენდრის“ ცნობით, 1804 წლის 10 ივნისს გენერალ-მაიორმა სერგეი ალექსის ძე ტუჩკოვმა სპარსები გიუმრიში დაამარცხა.
1821
ტიპი: თანამდებობა
1821 წლის პირველ ოქტომბერს არქიეპისკოპოსი იონა დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი მიხეილ გრიგოლის ძე კულიკოვი სიღნაღის მაზრის რწმუნებული იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1847-1849 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი მიხეილ ოსიპის ძე ბასტაევი სიღნაღის მაზრაში აქციზის გადასახადის ზედამხედველად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს გადამდგარი მაიორი სემიონ ოსიპის ძე ბასტაევი ქალაქ სიღნაღის მერი იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის რეგისტრატორი დიმიტრი ივანეს ძე ივანოვი სიღნაღის მაზრის სოფელ შირაქის ზედამხედველად მუშაობდა.

