რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულმა თურქესტანიშვილმა თბილისის სასამართლო პალატაში თავად ი. ზ. ბარათაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინოპოლში პროფესორმა ნიკო მარმა სომხურ საერო წიგნთსაცავში დაცული ძველი ხელნაწერები დაათვალიერა და უახლოეს ხანში მათ შესახებ სამეცნიერო ნარკვევის გამოქვეყნებას გეგმავდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელ აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა ალექსანდრე და ოლღა ციცაგების გარდაცვალების შემდეგ უმეურვეოდ დარჩენილი 3 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც მოხუცებული ბებია ვეღარ პატრონობდა და საიმედო მზრუნველი ესაჭიროებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 31 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ალექსანდრე მუნტოევი მიხეილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში უეცრად გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი მ. კ. ცინცაძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო თანხების შესაგროვებლად რუსეთში მიავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მრეწველმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა თავად-აზნაურობის საბჭოს ქარვასლის შესყიდვის წინადადებით მიმართა, რომლის საფასურად 1,200,000 მანეთს გადაიხდიდა, ხოლო დამატებით 300,000 მანეთს მის რესტავრაციას მოახმარდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დიმიტრი ფავლენიშვილმა სოფელ ერედვის მოსახლეობას ერთი დღის სახნავი მიწის ნაკვეთი გადასცა. გლეხების შემოწირულობით აქ სასოფლო-საეკლესიო სკოლა უნდა აშენებულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თ. ბაქრაძეს სოფელ ერედვში სასოფლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობა პირველ სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა.

