რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე სამოთახიანი სახლი ჟამთა ვითარების გამო სავალალო მდგომარეობაში იყო. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკი, კარ-ფანჯარა დაზიანებულა, ერთ-ერთი კედელი სინესტისგან მთლიანად დასველებულა. თელავის განყოფილების აზრით, არ ღირდა სახლის გამაგრება იმისათვის, რომ იქ სკოლა განეთავსებინათ. სჯობდა სახლი დაეშალათ და მასალა კი გამოეყენებინათ სკოლის ახალი ნაგებობის ასაშენებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის ეზო, სადაც გაშენებული ყოფილა ბაღი სხვადასხვა ხეხილით არ იყო შემოზღუდული და საქონლის საძოვრად იქცა. თელაველების აზრით, ეზოს შემოზღუდვისთვის საჭირო იყო 160 საჟენის ქვითკირის გალავანი ორი რკინის ალაყაფით (დაახლოებით 1800 მანეთის ღირებულების). დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თელავის განყოფილებამ თავის საზოგადო კრებაზე დაადგინა, მოეხსენებინა თავად-აზნაურთა საკრებულოსთვის ილია ჭავჭავაძის მამულის მდგომარეობის შესახებ და ეთხოვა მატერიალური დახმარება მამულის მოსაწესრიგებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უკიდურესი მატერიალური გაჭირვების გამო თელავის განყოფილებას არ შეეძლო მისთვის ჩაბარებული მამულის მოვლა-მოწესრიგება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ლაზარე ვასილის ძე მურთაზაშვილი, სანდრო სუხიტაშვილი, მიხეილ ესტატეს ძე საყვარელიძე, მღვდელი ეპიფანე ჯიოშვილი, მარიამ მერაბის ასული რცხილაძისა და ვლადიმერ დავითის ძე გოგიაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: შუამთის მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი, შუამთის მონასტრის მღვდელ-მონაზონი იოსები, ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი და დავით მარკოზის ძე აბაშიძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ნამდვილ წევრთა სია: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი, ივანე დიმიტრის ძე მაყაშვილი, ნინო ალექსანდრეს ასული ჩოლოყაშვილი, თამარა ამბროსის ასული ხელაშვილი და ნინო დავითის ასული ვახვახიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ეკატერინე ალექსანდრეს ასული ერისთავისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი, გლახა ხოსროს ძე ომანიძე და ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: დავით გიორგის ძე აბელაშვილი, გიორგი იოსების ძე გაბიტაშვილი, სერგო ზაქარიას ძე მეღვინეთუხუცესი, ანა ედიშერის ასული რეზნიკოვისა და რომანოზ მიხეილის ძე კურდღელაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილი, მიხეილ ხომიზურაშვილი, ანტონ პავლეს ძე მაისურაძე, სპირიდონ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი და ილია ხარიტონის ძე ხინჩიკაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ნინო ხარიტონის ასული მთვარელიშვილისა, მარკოზ თევდორეს ძე კევლიშვილი, იოსებ ქიტესას ძე მარკოზაშვილი და სვიმონ თევდორეს ძე მუმლაური.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ წევრთა სია: მოსე გიორგის ძე კულულაშვილი, გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი და იოსებ ხუციშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ილარიონ მერაბის ძე მაღლაკელიძე, ევა გრიგოლის ასული მაღლაკელიძე, მარიამ იაკინთეს ასული მაღლაკელიძე, ნესტორ იოსების ძე მაღლაკელიძე, ნესტორ იოსების ძე მილორავა, იაგორ იოსების ძე მილორავა, არსენ დავითის ძე მოლარიშვილი, ვარლამ ნიკიფორეს ძე მიქაძე, ნესტორ ივანეს ძე მასხარაშვილი, ანასტასია დავითის ასული მასხარაშვილი, ილია ვლადიმერის ძე მოსიძე, ივანე სიმონის ძე მუმულია და სევერიანე ალექსის ძე მელაძე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: კონსტანტინე ივანეს ძე მგელაძე, ამბაკო მეუნარგია, ნესტორ მიქელაძე, ერმილე მგელაძე, ანტონ მუმულია, ალექსანდრე სიმონის ძე მგელაძე, სამსონ დავითის ძე მაღრაძე, გრიგოლ მელქაძე, აკაკი ზაალის ძე მათითაიშვილი, ევგენი მელია, დომენტი დავითის ძე მომცემლიძე, მარიამ მგელაძე, ოლიფანტე ივანეს ძე მაჭარაძე, ალექსი მალანია, კონსტანტინე სპირიდონის ძე მიმინოშვილი და გრიგოლ მუმულია.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ნიკო რურუა, ფილიპე როგავა, შირვან ბეჟუკის ძე რატიანი, ჩაგუ ბახვას ძე რატიანი, იონა ბახვას ძე რატიანი, ესტატე გიორგის ძე რუსია, სევასტი რამიშვილი, ბიქტორ რუხაძე, ირაკლი რუხაძე, მარიამ რატიანი, პორფილე რომანოვი, მოსე სანაძე, ტრიფონ იოსების ძე სოხაძე, ალექსანდრა მურზაყანის ასული საბაშვილი, ერისტო სვიმონის ძე საბაშვილი, ტარასი ბესარიონის ძე საჯაია, ტარასი ბაკურის ძე სიჭინავა, რაჟდენ ლევანის ძე საჯაია და ფეოდოსია სიჭინავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ნინო საჯაია, კალისტრატე ასლანის ძე სიხარულიძე, გრიგოლ ლევანის ძე სტურუა, ილიკო სიჭინავა, ნადია სიჭინავა, ამბროსი სიჭინავა, ტერენტი სიჭინავა, კირილე სართანია, ვასილ ლუკას ძე სოლომონია, სპირიდონ სართანია, აკაკი სიჭინავა, იულონ სურგულაძე, ნადია იესეს ასული სანიკიძე, სიმონ სიჭინავა, დესპინე სიჭინავა და გრიგოლ ლუკას ძე ტაბიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ვლადიმერ იაკინთეს ძე ტუსკია, დიმიტრი კიმოთეს ძე ტაბიძე, ალექსანდრე გიორგის ძე ტკეციშვილი, გიორგი ივანეს ძე ტაბიძე, ვასასი ტატიშვილისა, იუსტინე სოლომონის ძე ტუკვაძე, ნიკო იაკინთეს ძე ტუსკია, ილიკო ტყებუჩავა, იოსებ სოფრომის ძე უჩანეიშვილი, მინადორა მარკოზის ასული უჩანეიშვილი, გრიგოლ ქუჩუს ძე ურიდია, პავლე ურიდია, ნოე ივანეს ძე ურუშაძე, გიორგი სიკოს ძე ურიდია და ანტონ ურიდია.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: დათიკო ნესტორის ძე კოხრეიძე, გიორგი ბესარიონის ძე კარანაძე, ბარნაბა ალექსანდრეს ძე კალანდარაშვილი, გლახუა სოლომონის ძე კობახიძე, სილიბისტრო შერვანის ძე კანკავა, ლავრენტი კალანდია, სარდიონ პეტრეს ძე კობახიძე, ილია სარდიონის ძე კობახიძე, ფარნა კორძახია, ვლადიმერ კოზმავა, პავლე კვარაცხელია, ხარიტონ თომას ძე კიღურაძე, სილიბისტრო კალანდაძე, დიომიდე კახიძე, დავით კარსანიძე, ანტიპო კარსანიძე და რაჟდენ კიღურაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ეკატერინე გრიგოლის ასული მგალობლიშვილი, ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე, ელისაბედ მიხეილის ასული მახვილაძისა, კლასიონ ლევანის ძე მელაძე, სილიბისტრო მერაბის ძე მაღლაკელიძე, პორფილე მერაბის ძე მაღლაკელიძე, მარიამ ს. მაღლაკელიძე, გრიგოლ ამბაკოს ძე მახარაძე, აქვსენტი ამბაკოს ძე მახარაძე, რუბენ მგელაძე, სამსონ მარღანია და თეოფილე გლახუას ძე მუშკუდიანი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ, რომლიც მდივანი იყო ივანე პაატაშვილი, 1913 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში გაუგზავნა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას რამდენიმე რჩევა მისცა თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენების მიხედვით, მეორე და მესამე განყოფილებებში მოსწავლეთა რიცხვი (59 მოსწავლე) ნორმას აღემატებოდა. მთავარი გამგეობის აზრით, პირველი სექტემბრიდან განყოფილებას მესამე მასწავლებელი უნდა მიეწვია. წერილს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, კონსტანტინე აფხაზმა და ელისაბედ საგინაშვილმა საზოგადოებას 700 მანეთი შესწირეს. ამ თანხიდან 300 მანეთი ილია ჭავჭავაძის მოკვლის ადგილზე ჯვრის აღმართვას უნდა მოხმარებოდა, 400 – ილიას ყვარლის მამულის შეკეთებას.
1913
ტიპი: თანამდებობა
1912-1913 სასწავლო წელს კავკავის ქალთა პროფესიულ სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა სოფიო ჩიტაძის ასული, ჭრა-კერვას – ფეოქტისა ბავკუნოვისა; სკოლაში 19 მოწაფე სწავლობდა – 17 ქართველი და 2 რუსი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ელენე ივანეს ასულ ჭავჭავაძეს სთხოვა „ახალი კლუბის“ მიერ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე კოშკის შესაკეთებლად გამოგზავნილი 400 მანეთის თელავის განყოფილების გამგეობისთვის გადაცემა. მამული საზოგადოების თელავის განყოფილების გამგებლობაში იყო. იმ წელს იქაურ გამგეობას აუცილებლად უნდა დაეწყო მამულის მოწესრიგება და სხვა სამუშაოსთან ერთად კოშკის შეკეთებაც. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.