საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა რაჟდენ ერმ. გაჩეჩილაძის კორესპონდენცია ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის კრებისა და მისი გადაწყვეტილებების შესახებ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ივნისს ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის კრებამ, რომელსაც თავადი კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი თავმჯდომარეობდა, მაზრის პროგიმნაზიის სასარგებლოდ წლიურად 2000 მანეთის გამოყოფა გადაწყვიტა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 26 ივნისს სოფელ შორაპანში გიორგი ი. კაპანაძემ რკინიგზის სადგურის უფროსის, ნ. ჩაიკოვსკის 5 წლის შვილი მდინარეში დახრჩობისგან იხსნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალი მ. სამოელოვი საქმიანი მივლინებით გუდაუთაში ჩავიდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 25 ივნისს ფოთის შემნახავი სალაროს თანამშრომელი საბა ფანცულია გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივნისს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ესტუმრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივნისს ოჩამჩირის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა ვაჭარ ფარნა დავითაიას საჩივარი ადგილობრივი პროპორშიკის ცოლის, მარიამ ჩაჩავას წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ცილისწამებაში სდებდა ბრალს. მოსამართლემ მარიამ ჩაჩავას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და საქმის განხილვა 14 ივლისისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სტატია „ქართველი მოწაფენი საშუალო სასწავლებლებში“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნესტორ ქვარიანის სტატია საჩხერეში ვაჭრობის მდგომარეობის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სტატია „დასასრულის დასაწყისი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფ. პატრიშვილის „მგზავრის შენიშვნების“ ნაწყვეტი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა შალვა დადიანის მოთხრობის „ჩემი სურათი“ ნაწყვეტი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა როსტომ ჩიქოვანის ლექსი „მდინარე ტეხურს“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა პლატონ წულუკიძის წერილი „ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საყურადღებოდ“. 

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა „ივერიის“ №119-ში გამოქვეყნებული ოდესის ქართველი სტუდენტების წერილის საპასუხო წერილი, რომელიც ეკუთვნოდა ა მ. საღარაძეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აცნობა, რომ 15 ივნისიდან გადაყვანილი იყო სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომაზე იოსებ ბაქრაძის მეუღლემ, ელისაბედ ბაქრაძემ, წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე ზურაბიშვილმა და ივანე აბაშიძემ სენაკის სკოლის საქმესთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, სენაკის სკოლის ინსპექტორი ყიფიანი უნდა გადაეყვანათ მასწავლებლად, რადგან საქმიდან და ოქმებიდანაც გარკვეულია, რომ მას არ შეეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები წარმოადგინეს მაკრინე ამირეჯიბმა და ელისაბედ ბაქრაძემ. გამგეობამ ყულაბებიდან 26.63 მანეთი ამოიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძის განცხადება, რომ ანებებს თავს მუშაობას და ითხოვს გადასცენ ივლისის და აგვისტოს ხელფასი. მისი მოთხოვნა გამგეობამ დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი იოსელიანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ ბათუმის სკოლის ეზოში მეორე მასწავლებლისთვის უნდა აეშენებინათ ბინა და მასწავლებლებისთვის უნდა გაეზარდათ ხელფასი. გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის სკოლის სამზრუნველოს სთხოვა საზოგადოებისთვის ეცნობებინა საკუთარი მოსაზრება.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მდივნის თანაშემწე შიო ქუჩუკაშვილმა, რომ გაუგზავნონ დივიდენდების საფასური, რომელიც საზოგადოებას გადასცა. გამგეობამ მას 74.52 მანეთი გაუგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად დანიშნა შემდეგი პირები: სენაკში – ლუარსაბ ბოცვაძე, პლატონ წულუკიძე და დავით ლორთქიფანიძე, ხოლო დავით ლორთქიფანიძის უარის შემთხვევაში მის მაგივრად დანიშნავდნენ იასონ ნიკოლაიშვილს. ბათუმში – წულუკიძის მაგიერ გადაიყვანეს ივლიანე გოგოლაშვილი. თონეთში – ლავრენტი აგლაძე. კავკავში – ლუარსაბ ბოცვაძის შემცვლელად სურდათ ღირსეული პიროვნების პოვნა. ინსპექტორი სამსონ ყიფიანი კი დატოვეს თანამდებობაზე და გამოუცხადეს საყვედური, ასევე მოსთხოვეს, სკოლაში მკაცრად დაეცვა საზოგადოების მიერ გადაცემული ინსტრუქცია და კანონები.