საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აცნობა, რომ იმ დროისთვის სკოლაში სწავლობდა 4 მოსწავლე ქალი და 80 ვაჟი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ 84 მოსწავლიდან ღარიბი იყო 2 ქალი და 25 ვაჟი, მათ საკუთარი სახსრებით არ შეეძლოთ წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ხორგის სკოლის მასწავლებელმა ზოსიმე ჩაჩუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ჯერჯერობით არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ზოსიმე ჩაჩუას ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ხორგის სკოლის 52 მოსწავლე ვაჟიდან 35 ისეთი ღარიბი იყო, რომ არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების ყიდვა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო სამ-სამი ცალი „სურამის ციხე“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“, პატარა ლოცვანი და 9 ცალი ი. გოგებაშვილის „დედა ენა“.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: თეოფილე პავლეს ძე ბირბიჩაძე, ბიქტორ ივანეს ძე ბოლქვაძე, მათე ბერძენიშვილი, დიმიტრი ბოლქვაძე, ანდრია მაქსიმეს ძე ბარკალაია, იაკობ სიმონის ძე ბასილაია, ილია ბენდელიანი, ლავრენტი ბოკუჩავა, ხარიტონ ბაღათურია, სიმონ ნიკოს ძე ბარკალაია, ანა სიმონის ასული გალდავაძე, ანტონ თევდორეს ძე გალდავაძე, ალექსანდრა გვაზავა, მიხეილ იაკობის ძე გვაზავა, გრიგოლ იაკობის ძე გვაზავა, ტარიელ ნიკოლოზის ძე გვაზავა და ანასტასია დიმიტრის ასული გვაზავასი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 თებერვალს სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარგამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ნიკო ბურდღუს ძე გვარამია, ეგნატე ვახტანგის ძე გეგენავა, გიორგი ბეჟანის ძე გვალია, ტარიელ გრიგოლის ძე გვალია, ალექსანდრე პეტრეს ძე გიორგობიანი, ნინო გეგელაშვილი, იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, სილიბისტრო ერასტის ძე გოჩელეიშვილი, კალისტრატე თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, ვარლამ თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, მარკოზ მაქსიმეს ძე გუგუშვილი და ევსევი ბესარიონის ძე გვათუა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „მამაცი მგზავრები“, „მე და მხატვარი“ (დედა ენა), „მუქთახორა“, „ოსტატი და შეგირდი“, „სიზმარა“, „ნაცარქექია“, „მეფე და მისი შვილი“, „ჭკვიანი ჩოჩორი“, „ზარმაცი ანდრია (ჯეჯილი)“, „ჭკვიანი ლორდი“, „შალვას თავგადასავალი“, „კოხტას დღიური“, „კეთილი მტერი“, „კურკა“, „ამირანი“, „კანფეტების ფულით“ (ნაკადული), „მებადურის შვილი“ (საკმაოდ ბუნდოვანი ნაწყვეტები რუსული „золотая рыбка"-დან), „გაჩაღდა“ (ნაწყვეტი გაზეთიდან).

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ოლღა დიმიტრის ასული გოგრიჩიძე, ვასილ ლაზარეს ძე გოგრიჩიძე, მიხეილ ესტატეს ძე გურგენიძე, პეტრე ესტატეს ძე გურჯიანი, ალექსანდრე ბესოს ძე გოგსაძე, იორდანე ძოკის ძე გოგია, ივანე ბ. გაგუა, სტეფანე გაბესკირია, ჩაგუ გვასალია, ბესარიონ გაბუნია, ბარნაბა გოცაძე, პლატონ ლევანის ძე გელოვანი, არტემ ლუკას ძე გოგუაძე, გიორგი გვათუა და კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გოშუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებალი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: მამანტი გიორგის ძე გაბუნია, კონსტანტინე გახოკიძე, მარიამ გეგენავა, ალექს გეგეშიძე, ყარამან გვაზავა, ნადეჟდა ბესარიონის ასული გელოვანი, ვასილ გოროზია, ისიდორე ვასილის ძე გვაჯია, ოლღა გვაზავა, ნიკო შევარდენის ძე გიგინეიშვილი, ბახვა იოსების ძე გუგუშვილი, იაკობ გაბუნია, ნადია გობეჩია, აკაკი გობეჩია, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, მენიკი ს.- ს ასული გრიგოლიასი, პავლე ერასტის ძე გრიგოლია და რაფიელ იოსების ძე გოკიელი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ამბროსი გაბუნია, ოლღა ანდრიას ასული გიგინეიშვილი, მაკრინე გვაზავა, ჩატუ ანტონის ძე გოჩელეიშვილი, ვარლამ თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, ყარამან გაბუნია, ეფროსინე გაბუნია, მარგარიტა გაბუნია, მოსე გაგუა, ივლიტა გაბუნია, იონა გიორგის ძე გაბუნია, იოსებ დიმიტრის ძე გაბუნია, ილარიონ გაბუნია, ირაკლი გამსახურდია, სევერიან იოსების ძე გუგუშვილი, ბართლომე გვაზავა და იროდი გოგინავა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 თებერვალს სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: გრიგოლ იაკობის ძე გვაზავა, ნინო ივანეს ასული გვაზავა, ალექსანდრე გვაზავა, პლატონ ათანასეს ძე გვაზავა, თამარა გვაზავა, პეტრე გვაზავა, მიხაკო გაბუნია, ოლია გოჩელეიშვილი, გრიგოლ გუგუნავა, ტარიელ გრიგოლის ძე გვალია, მიხეილ მელიტონის ძე გეგეჭკორი, პროკოფი გუჯაძე, ჩაგუ გვასალია, ისიდორე ძოკის ძე გოგია, მარკოზ გაგუა და რაჟდენ გრიგოლია.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: აკაკი გოგინავა, ივანე გულუა, მელიტონ გაბისონია, იაკობ გოჩელეიშვილი, ალექს განგია, ვლადიმერ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ნოე ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, სარდიონ ესტატეს ძე გობეჩია, ელენე სიმონის ასული გაბუნია, ილიკო გერსამია, ნიკოლოზ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ტარასი კონსტანტინეს ძე გარუჩავა, ბახვა იოსების ძე გუგუშვილი, სიმონ ბეჟანის ძე გიგინეიშვილი და სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მაისში სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა, კარმელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 8 ცალი „დედა ენა“ და სხვადასხვა საკითხავი წიგნი მიიღო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აცნობა, რომ გურჯაანის სკოლამ გამგეობისგან წიგნები ერთხელ, 1881 წლის მაისში, წინა მოადგილე კარმელოვის დროს, მიიღო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნების თითო ეგზემპლარი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში, ხოლო დანარჩენი ზოგი დაურიგდა მოსწავლეებს, ზოგი კი დასარიგებელი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს სთხოვდა 1896-97 წლების სკოლის ანგარიშის გაგზავნას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს აცნობა, რომ სკოლის დათვალიერება ივნისის პირველ რიცხვებში ივანე რატიშვილს დაევალა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: თამარ დიმიტრის ასული დგებუაძისა, ოლღა ფარნაოზის ასული დადიანი, გრიგოლ უშანგის ძე დადიანი, ანა ბესარიონის ასული დავითაია, ბესარიონ ალექსანდრეს ძე დგებუაძე, თევდორე ფილიპეს ძე დანელია, სერგო დევდარიანი, ლევან მამიას ძე დუდუჩავა, ელიზბარ ივანეს ძე დუნდუა, სონია დგებუაძე, ნინა დგებუაძე, დიომიდე დგებუაძე, დავით გიორგის ძე დავითაია, რაჟდენ ანანიას ძე დოლიძე და ჯუტუ დადიანი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ნიკოლოზ ბესარიონის ძე დოლიძე, კალისტრატე დიხამინჯია, სოლომონ დემურია, კონსტანტინე დუნდუა, ვლადიმერ დათუნაიშვილი, ნიკოლოზ იბრაგიმის ძე დგებუაძე, ლილი დიმიტრის ასული დადიანი, ლიდა ალექსანდრეს ასული დგებუაძე, ვლადიმერ ნესტორის ძე დადიანი, გრიგოლ ლუკას ძე ერქომაიშვილი, ნიკიფორე დავითის ძე ერქომაიშვილი და ივანე ლავრენტის ძე ერქომაიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შილდაში სამკითხველოს სასარგებლოდ სახალხო სეირნობის გამართვის ნებართვა სთხოვა. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს აცნობა, რომ შილდაში სახალხო სეირნობის განმკარგავი და თელავის მაზრის ადმინისტრაციის წინაშე პასუხისმგებელი დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი იქნებოდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 29 მაისს თბილისის გუბერნატორმა სოფელ შილდაში ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე გახსნილი სამკითხველოს პასუხისმგებელ მდივნად დაამტკიცა დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნატორის კანცელარიას გაუგზავნა ორი 75-კაპიკიანი საგერბო მარკა. ეს იყო საფასური თელაველების განცხადებისა (N270), რომელიც ეხებოდა შილდაში სახალხო სეირნობის მოწყობის ნებართვის აღებას.