საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90457

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის ერთი შუშა მელანი, ხაზიანი და უხაზო ქაღალდი, კონვერტები და ხუფიანი ლამპა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლის ბაღის ღობე დაზიანდა და მის აღდგენას სჭირდებოდა ორი ურემი ფიჩხი და ერთი ურემი ძეძვი 9 მანეთის ღირებულებისა. ასევე საკლასო ოთახის ფანჯრებს აკლდა შუშები, რომელთაგან 10 დიდი შუშა მან თავისი ხარჯით ჩასვა და 4 პატარა შუშა დარჩა, სულ 5 მანეთისა. ის ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან ყოველთვიურად 10 მანეთი ანტონ გოგიაშვილისთვის მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა 300 მანეთი, რომელიც ეკუთვნოდა „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ანა კობიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების რომელიმე სკოლაში მასწავლებლის ადგილი მიეცათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ივანე დავითის ძე მელიქაძე წერილობით სთხოვდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საზოგადოების ხარჯით დაბეჭდილიყო მის მიერ შედგენილი თურქულ-რუსული ლექსიკონი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა 300 მანეთს „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში საპატიო წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1895 წლის 9 თებერვალს მან საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“ იმ პირობით, რომ შემომწირველს მიეცემოდა წიგნების გაყიდვიდან შემოსული ფულის ნახევარი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ თანხა საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ყოველთვიურად მისი ხელფასიდან 20 მანეთი მიეცათ მისი ძმისთვის, სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ გიორგი აგლაძისთვის.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში თომა ასათიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ გამოეცათ მისი საყმაწვილო მოთხრობები (6 მოთხრობა), რომელთაც ურთავდა თხოვნას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტის, ბესარიონ იოსების ძე ლომინაძის თხოვნა მატერიალური დახმარების შესახებ და გადაწყვიტეს, თხოვნა სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტში გაეგზავნათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ბესარიონ იოსების ძე ლომინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ კომიტეტს სჭირდება ის კლიშეები, რომელიც მოთავსებულია ქართველიშვილის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანში“, რათა ჩაურთონ მის მიერ დასასტამბად მომზადებულ თხზულებაში „სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარი“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მისთვის ეთხოვებინათ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შემოწირული კლიშეები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 სექტემბერს პეტრე უმიკაშვილმა გაზეთ „ივერიაში“ ქართული თეატრის ისტორიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ავტორი იხსენებს, რომ ილია ჭავჭავაძემ სტუდენტობის პერიოდში თბილისის გიმნაზიის შენობის დარბაზში დადგმულ სპექტაკლში მეფე ლირის როლი შეასრულა.

1899

ტიპი: ღონისძიება

ლევან ბაღაშვილმა პირველი როლი 1899 წლის 22 სექტემბერს თბილისის პოლკის სცენაზე შეასრულა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში. 8-დან 20 სექტემბრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 2489. 19 მანეთი, ხარჯი – 1231. 40. 20 სექტემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 17309. 75 მანეთი, ვალი – 1317. 27, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ კურდღელაშვილი კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლად დანიშნა. მას გალობის სწავლება და ქოროს მართვაც დაევალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით პავლიაშვილის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისა და თომა უსეინაშვილის თხოვნები კავკავის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, იოსებ ფორაქაშვილისთვის მიეცათ საგზაო ფული – 20 მანეთი და სექტემბერ-ოქტომბრის ხელფასი – 60 მანეთი.