რეგისტრირებული ფაქტები81314
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი, ე. ფ. არვანიტაკისა და ალექსანდრე თხორჟეევსკი.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 17 მარტს ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი დაიღუპა შავ ზღვაში გემ „პორტუგალიისთვის“ ნაღმის სროლის დროს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ი. პაატაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში სამჯერ დაჭრეს და საავადმყოფოში იმყოფებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს თბილისის სახალხო სახლში ი. გოძიაშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 მარტს მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილი მოსკოვის მონასტრის ლაზარეთში გარდაიცვალა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს ლეო ბარამიძეს ჭიათურის მრეწველთა საბჭოს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილის ცხედარი ყვირილაში ჩამოასვენეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს იოსებ გიორგის ძე ივანიძის რეჟისორობით „დიდი მოურავი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტს ბაქოში ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი კომედია „პირველი ბუზი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ანა მესხი მიიღებდა მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ანა მესხის მიერ თარგმნილი კომედია „გამარჯვებულებს არა სჯიან“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, ეფემია მესხი, გედევან გედევანოვი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მივლინებით პეტერბურგში მყოფი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე თბილისში 1899 წლის იანვარში დაბრუნდებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კახეთში მივლინებაში მყოფი საურთიერთო-სამეურნეო კრედიტის საზოგადოების გამგეობის წევრი ვლადიმერ მიქელაძე თბილისში დაბრუნდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუშეთის მაზრის უფროსი ი. ი. ჩეხოვსკი თანამდებობიდან გადადგა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთში მძარცველებმა კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზია გატეხეს და ორი თუმანი გაიტაცეს.