საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80232

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი აფთიაქარი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ჩომახიძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველის თანაშემწედ აირჩიეს ადგილობრივი მასწავლებელი ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა თავისი აზრი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის თაობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სამსონ ყიფიანის თხოვნა მიეწერათ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, თუ როგორ გაესტუმრებინა მათი ანგარიშის თანახმად სკოლის შენობაზე ზედმეტად დახარჯული თანხა. დადგინდა, თხოვნა გაეგზავნათ ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამზრუნველოსთვის განსახილველად და გადასაწყვეტად, რადგან ის განაგებდა სკოლების ნივთიერ მხარეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ გამგეობის მხრიდან სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანა იყო დასჯა, ხოლო ახლა თავისი შუამდგომლობით გამგეობა უარყოფდა სასჯელს. მისი აზრით, შუამდგომლობა არ შეესაბამებოდა პირველ გადაწყვეტილებას და ამიტომ ის არ ეთანხმებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ფოტოგრაფიის განყოფილების ყოფილმა გამგე ვასილ როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, რომ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ ნაანდერძევი ნივთებიდან მისთვის მიეცათ ორი კარადა, რომლებიც მის საკუთრებას შეადგენდა. ისინი ალექსანდრე როინაშვილს შეცდომით ჰქონდა შეტანილი თავისი ნივთების სიაში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ფოტოგრაფიის განყოფილების ყოფილი გამგე ვასილ როინაშვილი ითხოვდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაეთმო მისთვის ზოგიერთი ნივთი, რომლებიც ზედმეტი იყო ფოტოგრაფიის განყოფილებისთვის: პავილიონის კამერა, რამდენიმე დეკორაცია, პატარა ცხელი პრესი, საოჯახო კომოდი და სარკიანი კარადა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ვასილ როინაშვილისთვის მიეცათ თავისი წიგნების კარადა (2 ცალი), სანაცვლოდ მას გამგეობისთვის ფოტოგრაფიის განყოფილებიდან წაღებული ნივთები უნდა დაებრუნებინა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ტარას მომცემლიძისთვის ფოტოგრაფიის განყოფილების გადაცემის დროს აღმოჩნდა, რომ აკლდა ნივთები. ცხელი პრესი, 2 საკოპირებელი კარადა და სარეტუშორო დაზგა ალექსანდრე როინაშვილს წაღებული ჰქონდა სიღნაღში, ხოლო რვაარშინიანი ქეჩა, ქაღალდის ბიუსტი, წულის ფარდა, 2 მუყაოს რელიეფი, ყვითელხავერდგადაკრული მრგვალი მაგიდა, სარეტუშორო დაზგა, 4 გამადიდებელი შუშა და სავარძელი დაკარგული იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოგრაფიის განყოფილების გამგე ტარას სვიმონის ძე მომცემლიძის თხოვნა თანამშრომელთათვის ხელფასების მომატების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1899

ტიპი: ავტორობა

ძველი სენაკის სკოლის ინპექტორად დანიშნული თომა მთავრიშვილი 1899 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ამ თანამდებობიდან განთავისუფლებას და ისევ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად დატოვებას, ვინაიდან ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ძველი სენაკის ჰავა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში სენაკის სკოლის ყოფილი აღმზრდელი გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეუქმებინათ განაჩენი მისი სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის შესახებ, რადგან მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ უსიამოვნებასა და კონფლიქტში, რომელიც შექმნილი იყო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანსა და მასწავლებლებს შორის.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ყოფილი აღმზრდელის, გიორგი ბოკერიას თხოვნა, არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა მიხაილ იაკობის ძე შალიკოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ დიდ ჯიხაიში უფასო სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის ნებას რთავდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სკრის სკოლისათვის რამდენიმე „დედა ენისა“ და რვეულების გაგზავნას სთხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძის თხოვნა სკრის სკოლისათვის რამდენიმე „დედა ენისა“ და რვეულის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, შეეძინათ თავიანთი ხარჯით „ჯადოფარანი“ (პროექტორი) და გადაეცათ იმ წრისთვის, რომელიც მართავდა სახალხო კითხვებს რუსულ და ქართულ ენაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის თხოვნა „ჯადოფარნის“ შეძენის შესახებ და დაადგინა, წიგნის შესაძენად 100 მანეთი გადაედო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის მსურველ პირთა თხოვნები და დაადგინა, განაცხადები სკოლის გამგისთვის გაეგზავნა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადგილზე აერჩიათ მასწავლებლები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო თომა აბრამის ძე მთავრიშვილი დანიშნულიყო სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ და სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ სენაკის სკოლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივლისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მომავალი 1899/1900 წლისთვის შემდეგი სასწავლო ნივთები: „ბუნების კარი“ – 25 ც., „დედა ენა“ – 70 ც., „ლოცვანი“ – 60 ც., „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ − 30 ც., „მოსავლის მცველნი“ − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ II ნაწილი − 30 ც., ქართულის რვეულები N1 − 300 ც., N2 – 100 ც., ცალხაზიანი რვეულები – 160 ც., საანგარიშო რვეული – 440 ც., კალმისტარი – 150 ც., მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთების საერთო ღირებულება იყო 133 მან. 80 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა 1899-1900 სასწავლო წლისთვის 133. 80 მანეთის სასწავლო წიგნებისა და ნივთების გაგზავნის შესახებ.