რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ნიკო ლორთქიფანიძემ გამოაქვეყნა ლეგენდა „ჭეშმარიტების მაძიებელი“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 სექტემბერს თემირ-ხან-შურში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ნინო ლორთქიფანიძემ იმღერა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმის სამკითხველოში მიხეილ ჩხეიძის წყალობით ბევრი ჟურნალ-გაზეთი ჰქონდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში გენერალ მიხეილ ჩხეიძის დახმარებით წიგნსაცავ-სამკითხველო და შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება დაარსდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ ვასილ რცხილაძეს 1 048 მანეთი საზოგადოების სასტიპენდიო ვალი ჰქონდა დარჩენილი, აკაკი ფაღავას – 450, გიორგი ებრალიძეს – 390, ხოლო თამარ შიუკაშვილს – 900 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ გერონტი ქიქოძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 1 475 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, ანა ხახუტაშვილს – 1 450, ვალერიან ახვლედიანს – 1 245, მალაქია გობეჯიშვილს – 1 025 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ შალვა მოსიძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 850 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, შალვა ტატიშვილს – 1 425, ლეო შენგელაიას – 1 050, გიორგი ჩიტაიას – 1 100 მანეთი.
1956
ტიპი: გარდაცვალება
1956 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ მაღლაკელიძე გარდაიცვალა. იგი სოფელ დიხაშხოში დაკრძალეს.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებული სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძემ ცოდნის უპირატესობაზე ისაუბრა: „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რაც არ უნდა ბევრს გაუნაწილო, შენ არა მოგაკლდება რა.“
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „პოლიტიკის მიმოხილვა“ დაიბეჭდა სტატია ევროპის პოლიტიკური მდგომარების შესახებ, რომლიდანაც ვგებულობთ, რომ გერმანიამ, ავსტრო-უნგრეთმა და იტალიამ „ბისმარკის ოსტატობით“ საფრანგეთის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს (საფრანგეთის მოკავშირედ რუსეთი მოიაზრებოდა).
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე ქართველი ბავშვებისთვის ყველა საგნის ქართულ ენაზე სწავლებას მოითხოვდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა საზოგადოებას 30 ცალი ბროშურა „სტეფენსონი“ და 30 ცალი მიხეილ თუმანიშვილის თხზულებანი აჩუქა.

