საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87331

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ საზოგადოების ყველა განყოფილებას გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით ემუშავათ, ეწარმოებინათ ანგარიშები, აეკრიფათ საწევრო ფული, ჩაეტარებინათ რწმუნებულთა არჩევნები, თორემ დაკისრებული მოვალეობების შესრულების გარეშე საზოგადოების არსებობას აზრი არ ექნებოდა და განყოფილებების დახურვა მოუწევდათ. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებმა სთხოვეს ეშუამდგომლა მთავარ გამგეობასთან, რომ გადაეცათ განყოფილებისათვის კოსტავას ნაანდერძევი 100 თუმანი და შემდეგ მთავარ გამგეობას მიეღო ეს თანხა საპროცენტო ვალის ანგარიშში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მათ ჯერ არ ჰქონდათ ჩაბარებული განსვენებული გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონება, ამიტომ ვერანაირი სახის დახმარებას ვერ გაუწევდნენ ოლღა მიქელაძეს. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ 248 მანეთისა და 32 კაპიკის ღირებულების სტამბის ინვენტარი შეიძინა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის მასალების ღირებულება 1420 მანეთი და 80 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ინვენტარის ამორტიზაციისთვის ჩამოიწერა 5 და 10% – 1438 მანეთი და 23 კაპიკი. ხელს აწერენ გამგეობის  იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სტამბისთვის 2985 მანეთისა და 92 კაპიკის ღირებულების მასალები შეიძინა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აბაშიძისეული მამულის ანგარიშში 5000 მანეთი იყო, რომელიც უცვლელი დარჩა 1918 წლის 1-ლი იანვრისთვისაც. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აბაშიძისეული მამულის ანგარიშზე 5000 მანეთი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მოძრავი ქონების ანგარიშზე 1020 მანეთი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ შეიძნა 27 მანეთის ღირებულების მოძრავი ქონება. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წიგნების გამოცემისა და გავრცელების ანგარიშზე 1434 მანეთი და 14 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წიგნების გავრცელებასა და გამოცემაში 1033 მანეთი და 53 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ 990 მანეთისა და 4 კაპიკის ღირებულების წიგნები გაყიდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ 990 მანეთისა და 4 კაპიკის ღირებულების წიგნები გაყიდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წიგნების გავრცელებისთვის 465 მანეთი და 8 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ მანქანის განყოფილების ხარჯების დასაფარად 126 მანეთი და 18 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ დასაკაზმი განყოფილების ხარჯების დასაფარად 318 მანეთი და 22 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ქარხნის სხვადასხვა წვრილ ხარჯებში 291 მანეთი და 23 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ გათბობასა და განათებაში 330 მანეთი და 27 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრნი იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ბინის ქირაში 1200 მანეთი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრნი იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ თანამშრომლებს ხელფასისა და დანამატის სახით 6503 მანეთი და 26 კაპიკი გადაუხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, განხილვის მთავარი საგანი სხდომაზე იყო მომავალი ქართული სკოლის ერთდროული და ყოველწლიური ხარჯთაღრიცხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. სხდომამ შესაძლებლად მიიჩნია მომავალი სექტემბრისთვის დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის პირველი განყოფილების გახსნა და შეადგინა ამისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. სავარაუდოდ, 1914 წლის სექტემბერში სკოლის გახსნა და მისი პირველ იანვრამდე შენახვა საზოგადოებას დაუჯდებოდა 603 მანეთი და 32 კაპიკი. შემდეგში სკოლის შენახვისთვის საჭირო სავარაუდო წლიურმა ხარჯმა იანვრიდან და იანვრამდე შეადგინა 950 მან. საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას სალაროში გააჩნდა 583 მან., აქედან მოულოდნელი ხარჯებისთვის გადადებული იყო 100 მანეთი. შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, უნდა შენახულიყო როგორც ხელშეუხებელი თანხა. ამრიგად, პირველ იანვრამდე გამგეობას შეეძლო გამოეტანა არაუმეტეს 300 მანეთისა, ხოლო შემდეგში, ყოველწლიურად 450 მან. ამიტომ, სხდომამ გადაწყვიტა, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის დახმარება სამეგრელოში ერთი ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კერძოდ, 300 მანეთი ერთბაშად და შემდგომ, ყოველწლიურად 500 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, სხდომამ იმსჯელა მომავალი ქართული სკოლისთვის შენობის საჭიროების თაობაზე და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ ეთხოვა მაზრის უფროს ჩერნოვისთვის დახმარება. კერძოდ, ჩერნოვს უნდა ეშუამდგომლა გუბერნიის ინჟინერ ავსარკიზოვთან, რომ ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ შეედგინა სკოლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.