საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90463

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1907 წლებში ბესარიონ გიორგის ძე გოგსაძე რუფოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1917 წლებში სოლომონ ბუჭუას ძე ჯულაყიძე საპაიჭაოს (ყუმურის) წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1917 წლებში იოანე სიმონის ძე სალაძე ტელეფის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1917 წლებში ლევი ეფრემის ძე გაჩეჩილაძე ქუთაისის წმ. ნიკოლოზის (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში ჭიათურაში წარმოდგენებს მართავდნენ თბილისიდან და ქუთაისიდან ჩასული მსახიობები ერეკლე დეკანოზიშვილის დახმარებით.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1900 წლებში იოაკიმ პეტრეს ძე მოდებაძე შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1917 წლებში გიორგი ვახტანგის ძე ჭყოიძე წიფის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ნესტორ ანდრიას ძე ლეჟავა ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია ბერად აღიკვეცა ამბროსის სახელით.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილმა „ივერიის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ლემან-ჰაუპტი ჩამოვიდა კავკასიაში ლურსმული წარწერების შესასწავლად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ვანის ურარტული ლურსმული წარწერების შესასწავლად მიმავალი კარლ ლემან-ჰაუპტი 6 თვით თბილისში დარჩა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ვანის (თურქეთი) ურარტული ლურსმული წარწერების შესასწავლად თბილისში ჩამოსული კარლ ლემან-ჰაუპტი ექვსი თვის განმავლობაში მოსე ჯანაშვილთან ეცნობოდა ქართული გრამატიკის ფორმებს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ანუჩინმა მისწერა მოსე ჯანაშვილს წერილი საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად არჩევის შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სარედაქციო კომისიის მდივანი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სტამბის გამგე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სარედაქციო კომისიის მდივანი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სტამბის გამგე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ივანე მაჭავარიანი იძულებული გახდა რკინიგზაზე დაეწყო სამსახური, რადგან ცენზურა ზღუდავდა მის სამწერლო საქმიანობას.

1899

ტიპი: ღონისძიება

ივანე მაჭავარიანი 1899 წელს რკინიგზაზე მუშაობის დაწყების შემდეგაც განაგრძობდა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლიდან 32 წლის განმავლობაში ივანე მაჭავარიანი მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ივანე მაჭავარიანს არ აუღია ჰონირარი ოსტროვსკის პიესის „უდანაშაულოს დასჯილნის“ თარგმანისთვის.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თეატრის სცენაზე ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ოსტროვსკის პიესა „უდანაშაულოს დასჯილნი“ იდგმებოდა. უფრო მოგვიანებით, მისი თარგმანი ელენე ანდრონიკაშვილისეული თარგმანით შეცვალეს და უკვე მას წარადგენდნენ მაყურებლის წინაშე.