რეგისტრირებული ფაქტები87326
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ სამ ვახშამზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ყოველთვის გვერდით ეჯდა და ოთხი საათი საუბრობდნენ ხოლმე, რამაც საშუალება მისცა მათ უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ბაქოში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. სპარსულ ენაზე მისი გამოსვლები ამ ენის მასტერკლასად ითვლებოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, იმედოვნებდა, რომ თბილისში დაბრუნებულს მისი წერილი დახვდებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ ბრიტანეთიდან მოსულ ახალ ამბებში მისი კავკასიაში საქმიანობის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის გაწეული მუშაობის შესახებ ეწერა. ამ ინფორმაციას ლონდონური გაზეთებიდან შეიტყობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ბაქოში სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე სომხების გარდა დაესწრნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლივერ უორდროპი, სპარსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. სულ ორმოცამდე სტუმარი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოდან ჩამოსულს მისი 23 დეკემბრის წერილი დახვდა, რამაც ძალიან გააბედნიერა. ვერც კი წარმოიდგენდა იმდენად ძვირფასი იყო მისთვის.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდა ნანატრ დღეს, როცა გულში ჩაიკრავდა და წარსულში დარჩენილი ქარიშხალი მათ დაშორებას ვეღარ შეძლებდა.

