საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87326

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ მოქალაქე აბაზაძე მოხსენიებულია აბაზიანცად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე გომელაური ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროში იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით კასრაძე წერდა, რომ სოფელ ავნევში მოსახლეობას მდინარე ფრონეს ადიდება ემუქრებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს ოლღა ჭრელაშვილისამ ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროს მაცხოვრებლებს პატარა წიგნაკები უფასოდ დაურიგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი 13 აგვისტოს კოჯორში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოდან დეპეშით აცნობეს, რომ მიტროპოლიტმა პალადიმ იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად ტროიცკის ახალი ხიდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი სერაფიმე საზაფხულო პედაგოგიურ კურსებს დაესწრო და მასწავლებელთა მიერ ჩატარებული გაკვეთილები შეაფასა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს არქიმანდრიტი სერაფიმე მასწავლებლების გერშჩენკოს და ზაიზერის მიერ ჩატარებულ საჩვენებელ გაკვეთილს დაესწრო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს ბოდბის მონასტრის მასწავლებლებმა გერშჩენკომ და ზაიზერმა საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში რუსული ენის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ისიდორე ტატიშვილი 12 აგვისტოს გამართულ საზაფხულო პედაგოგიურ კურსებს თავმჯდომარეობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვასილ კარბელაშვილმა 12 აგვისტოს საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში ქართული გალობის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 აგვისტოს სოფელ ხაშმში უსახლკარო ქალის დასახმარებლად ღონისძიება გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ხალხის თხოვნით ვალერიან ლევანის ძე გუნიას „და-ძმა” დაიდგა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი პედაგოგი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პედაგოგ თომა მთავრიშვილის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ გამოქვეყნებულ წერილებზე.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 9 აგვისტოს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ბიკოვი დაბა აბასთუმანს ეწვია.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ იარალოვისა და ალიხანოვის ქარხანაში იყიდებოდა ბორჯომის მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ბოთლები და სხვა უამრავი ნივთი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ჯაყელი შორაპნის მაზრის უფროსი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს მღვდელ მ. ტყემალაძის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ მძარცველები სურამის მთისკენ გაიქცნენ. მათ შორაპნის მაზრის უფროსი ბ. ჯაყელი დაედევნათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში უშანგი კვიტაიშვილი და მამულაიშვილი მონაწილეობდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში ლაზარე ჯორბენაძე მონაწილეობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში ქველმოქმედების მიზნით წარმოდგენილი სპექტაკლის ბილეთების გაყიდვას დარია ქავთარაძისა მეთაურობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ ვალერიან გუნიას დრამატულ სპექტაკლს „და-ძმა“ ბევრი მაყურებელი დაესწრო. შემოსავალი 70 მანეთს აღემატებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში მონაწილეობდნენ წილოსანი, ძმები – სიმონ დავითის ძე გუგუნავა და დ. გუგუნავა და სხვ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მ. ტყემალაძე იმერეთის სოფელ ჩონთოს მღვდელი იყო.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 7 აგვისტოს მღვდელ მ. ტყემალაძეს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, ტყემალაძე გარდაიცვალა, მისი ცოლი კი დაიჭრა.