საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეორე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ გაათავისუფლონ თანამდებობიდან. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ საქმის სასარგებლოდ საჭირო იყო გომარეთის სკოლის მასწავლებელი გადაეყვანათ რომელიმე სხვა სკოლაში სამუშაოდ. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ჭიჭინაძემ წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 21.36 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი აგვისტოდან 22 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გეოლოგი სიმონოვიჩი მდინარე ჭიშურას მიმდებარე წყაროს წყლების შესასწავლად ქუთაისს ესტუმრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის მოურავი ნოკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე ქალაქში რკინიგზის გაყვანასა და პროგიმნაზიის დაარსებას ითხოვდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის ახლად დანიშნული გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ეგზარქოს ფლაბიანეს სახლის დარბაზში არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად სახელდება შედგა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 22 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თიანეთის მაზრის სოფელ აფშოსთან არაგვში დამხრჩვალი 12 წლის მოზარდის, ხვთისო გუბარაშვილის გვამი იპოვეს. სოფლელები ეჭვობდნენ, რომ ბავშვმა, რომელსაც დედინაცვალი ავიწროვებდა, ტანჯვას ვეღარ გაუძლო და თავი დაიხრჩო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფელ დვალიშვილების სამრევლო სკოლის მასწავლებლის, ილარიონ დვალიშვილის წერილი გამოქვეყნდა, რომლითაც ის საზოგადოებას სკოლისათვის შემწეობის გაღებას სთხოვდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ რგანში გიგია და სანდრო ბრეგვაძეების შავი ქვის გვირაბი ჩამოინგრა და ნიკო(ია) ბერიძე მოიყოლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იოსებ მირზაშვილის კორესპონდენცია „დ. ხაშური, ყივანა-ხველა და ცრუ-მორწმუნეობა“ გამოქვეყნდა, სადაც ის ცრურწმენები იყო გაკრიტიკებული, რომელთა გამო გლეხები წამლის მიღებაზე უარს ამბობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ექვთიმე ხელაძის წერილი „სამღვდელოების საყურადღებოდ“ გამოქვეყნდა, რომელშიც საეკლესიო წიგნების გამოცემის შესახებ იყო საუბარი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კვირიკელას ფსევდონიმით დავით მესხის კორესპონდენცია „ჩვენი უზრუნველობა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ორმა ბოქაულმა, კეიდიამ და ქუთელიამ, 17 წლის წინ ციმბირის კატორღიდან გაქცეული ცნობილი ყაჩაღი მელიტონ გერსამია შეიპყრეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ს. პეტროვი საქართველოს ნავსადგომების დათვალიერებას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 20 აგვისტოს თბილისში სომეხი კომიკოსი მსახიობი დ. თურიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს მღვდელი სტეფანე ბერიძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო შემოწირულობების შესაკრებად კოჯორში წავიდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფელ ნინოწმინდის სკოლის მასწავლებელი გრ. ხუციაშვილი მადლობას უხდიდა ირაკლი ავალიშვილს, კირილე ზუმბულიძეს და სვიმონ თითბერიძეს, რომლებმაც სკოლას 50-ზე მეტი ქართული და რუსული საყმაწვილო წიგნები შესწირეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ თავადი ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე ნათესავებსა და ახლობლებს ძმის, ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის გარდაცვალების ამბავს ატყობინებდა, რომლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა წინამძღოლები, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და სიმონ გიორგის ძე წერეთელი მოსკივის გენერალ-გუბერნატორს, სერგეი ალექსანდრეს ძე რომანოვს შეხვდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის ყოფილი მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ბორჯომის რეზიდენციაში მიემგზავრებოდა.