რეგისტრირებული ფაქტები87305
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპი მეუღლის მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში გაკვირვებას გამოხატავდა, მისი არყოფნის მცირე დროში შვილების გაზრდის შესახებ. განსაკუთრებით, ნინო და ჯეიმსი აკვირვებდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატიასიანი ესტუმრა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე – დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბევრი ისაუბრეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ელოდებოდა იმ დროის დადგომას, როცა ისევ ერთად იქნებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანასტასია მიხეილის ასულ წერეთელს თავის მიერ დაარსებული ჟურნალ „ჯეჯილის" რედაქტორობის 30-წლიან იუბილეზე სხვა ხანდაზმულ ქალებთან ერთად ძალიან გაუხარდა ოლივერის დანახვა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვას დაესწრნენ ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი მრავალრიცხოვანი საპატიო ყარაულ არტილერიასთან ერთად.

