რეგისტრირებული ფაქტები80220
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. დ. მაჭავარიანი დეკანოზი იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხუბულოვს 1887 წელს სურამის რკინიგზის კანტორიდან ჩანთის მოპარვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში მყოფი დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი ავად იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 თებერვალს გიორგი კალაევის რძის მაღაზიიდან სულხან ბალაშვილმა 165 მანეთი და დამბაჩა მოიპარა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 3 თებერვლიდან ნიკოლოზ არღუთინსკი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივნად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი ბლაღოჩინი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ორი წიგნი შესწირა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილს თელავის საპყრობილის ტუსაღებისთვის წერა-კითხვის სწავლება ევალებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი თელავის საპყრობილის წიგნსაცავის გამგედ დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ხახუტააშვილმა თელავის საპყრობილეში სამკითხველო დააარსა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. ნოსირში ბოქაულ თ. აბაშიძის განკარგულებით სოლომონ სახოკია დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვალს კავკავის საკომერციო კლუბში მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ მასკარადი გაიმართა. მასკარადიდან ნაღდი შემოსავალი 140 მანეთამდე დარჩა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკო საფაროვას ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ 5-მოქმედებიანი კომედია „ისპანიელი აზნაური“.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 1-ელ თებერვალს დუშეთში მცხოვრები ალექსანდრე ხუბულოვი დააპატიმრეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის თებერვლამდე ტრიფონ მიქაბერიძე ოჩამჩირეში მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტად მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის თებერვლამდე ვლადიმერ კეკელიძე სურამში მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტად მუშაობდა.