რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ლაკირბაიას წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მუსხელიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ირაკლი ვეზირიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოლომონ მახვილაძეს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაკარ ჯამბაკურ-ორბელიანს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სპირიდონ ვაწაძეს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის საბაღოსნო სკოლის შეგირდები კმაყოფილები იყვნენ ახლად დანიშნული სკოლის გამგის, კრავჩენკოს საქმიანობით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, თბილისის საბაღოსნო სკოლის გამგეს, კრავჩენკოს შეგირდებისთვის გალობის სწავლება და შაბათობით სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა გადაეწყვიტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გიგო შათირიშვილმა და ლევან ბატიაშვილმა თანხა გაიღეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად რაფიელ მგელაძემ, ივანე ვარდიაშვილმა და ნიკო რამაზიშვილმა თანხა გაიღეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად დომენტი დოლაბერიძემ თანხა გაიღო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამოილოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამოილოვი გენერალ-მაიორი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა წაიკითხა მოხსენება საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის უნდა დაბეჭდილიყო საზოგადოების დავთარი შედარებით პატარა ზომის და იმავდროულად აუცილებელი რუბრიკების დამატებით, რომ დავთარი უკვე შეადგინა და საზოგადოების ხაზინადარ პავლე ყიფიანის მოწონებაც დაიმსახურა. გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაბეჭდვის თაობაზე თანხმობა განუცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის 1200 ეგზემპლარის გამოცემის საფასური შეუვსებლად 1000 მანეთი, ხოლო შევსების შემთხვევაში 1200 მანეთი იყო. გამგეობამ მაქსიმე შარაძეს სთხოვა, წარმოედგინა წერილობითი ანგარიში, თუ რა დაჯდებოდა ლექსიკონის დაბეჭდვა და ასევე, ანგარიშში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო განცალკევებით ქაღალდის საფასური.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საზოგადოების სახელით გარეშე პირები აგროვებდნენ ფულს, რომელსაც იყენებდნენ სათავისოდ და არა საზოგადოების სასარგებლოდ. ინფორმაციის მოძიება, თუ ვინ და რა საფუძვლით აგროვებდა ფულს საზოგადოების სახელზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დასაბეჭდად წარმოადგინეს იოსებ ცხვედაძის ხელნაწერი მისივე თარგმანით „დონ კიხოტი ლამანჩელი“, რომლის წაკითხვა და საზოგადოებისთვის აზრის მოხსენება გამგეობამ ივანე რატიშვილს დაავალა.

