რეგისტრირებული ფაქტები92179
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ქობულეთის რაზმი პოლკოვნიკ გურჩინის მეთაურობით მდინარე კინტრიშის გაღმა გავიდა და სამების მაღლობი დაიკავა, ამით მათ ოსმალების ციხისძირისკენ განდევნა მოახერხეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ოსმალებთან დაპირისპირების დროს მაიორ მიხეილ მელიქოვის კოლონამ დაიკავა სოფელი ზენითი, სადაც მათ ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა 26 ქართველი ჯარისკაცი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი გენერალ-ადიუტანტი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 13 მაისს გენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანთა ჯარი დაუპირისპირდა ყარსიდან მომავალ ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 6 ქართველი ჯარისკაცი.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 18 მაისს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის მეთაურობით რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ოსმალთა ცხენოსანთა ჯარს და ცხარე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სოლომონ წერეთელი ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მ. სესიოვი ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ი. გოდაბრელიძე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 1-ელი იანვრისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 3 მანეთი და 66 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ჯარიმის სახით 46 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ჯამში 561 მანეთი და 60 კაპიკი გაასესხა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე საწევრო თანხა 627 მანეთი და 50 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.
1877
ტიპი: მფლობელობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 30 მაისს ქალაქის მთავრობამ განიხილა ქალაქისთავის წინადადება სათეატრო ადგილის ყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, მეწარმე ჩითახოვისა და ალექსანდრე ზუბალაშვილისგან 13 000 თუმნად შეესყიდა სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილი.

