საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქავთაძე ერევნის გუბერნიის საბეგრო ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიკოლოზ მონაძე ფოთის სახაზინოში ბუღალტერის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ნოემბერს პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინი სამოქალაქო საბჭოს დამსწრე ხმოსნად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ უარყო მარიამ ლუაშვილის თხოვნა და არ შეუმცირა მას ადგილის იჯარის ფასი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 ნოემბერს ბ. სერებრიაკოვის ხე-ტყის ქარხანაში ამ ქარხნის მუშა, ა. ჯანელიძე მანქანამ ჩოხის კალთით ჩაითრია. მან უბედური შემთხვევის შემდეგ სამი საათიღა იცოცხლა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისში საბჭოს მდივნის არჩევნები უნდა გამართულიყო. ამ არჩევნებში კენჭს საბჭოს ყოფილი მდივანი სტეფანე ჭრელაშვილი იყრიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. კრებაზე გადაწყდა, რომ კომისიის წევრად გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი მიეწვიათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. თათბირს კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავმჯდომარეობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ განიხილა გიორგი მანუჩაროვის წინადადება. ის ითხოვდა ნებართვას, რომ ღორებისთვის საკვებად ქალაქის საყასბოებზე დაკლული საქონლის სისხლი მიეცათ და ამისთვის ქალაქის სასარგებლოდ 150 მანეთი გადაიხდიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კომიტეტს, რომელსაც ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო დღესასწაულის დაგეგმვა ჰქონდა დავალებული, საზოგადოებისთვის სადღესასწაულოდ შემუშავებული პროგრამა უნდა მოეხსენებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ნინო ჭავჭანიძეს აბრეშუმის ნაქსოვისთვის ვერცხლის მედალი გადასცეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლაში სკების გაშენებისთვის, აგრეთვე მოსწავლეებისთვის მეფუტკრეობისა და მეაბრეშუმობის სწავლებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ბაღი „სინოპისის” მმართველ კარლ ბრენერს ოქროს მედალი გადასცეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ბაღი „სინოპისის” მესაკუთრე ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვ საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ნატალია პლატონის ასული ქიქოძე მეაბრეშუმეობის გავრცელებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ვასილ ადამია სოხუმის ოლქის სასწავლებელში ბაღის გაშენებისთვის და მებაღეობის სწავლებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ისაია ფურცელაძე გაუმჯობესებული ჯიშის ხილის მოყვანისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს დაიხურა კავკასიის საბაღოსნო გამოფენა. გამოფენას იაკობ სერგის ძე მედვედევი, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ფ. ი. შიმანოვსკი და ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი ესწრებოდნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 ნოემბერს „ტფილისის არტისტული” საზოგადოების დარბაზში ვლადიმერ ლესევიჩმა წაიკითხა ლექცია ზღაპრის მნიშვნელობაზე ზეპირსიტყვიერებაში. მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ზღაპრებს, სახალხო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ცრურწმენებს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბრის „ცნობის ფურცელში” მადლობა გადაუხადეს პიპი აბაშიძეს ნიგოითის წიგნსაცავისთვის ქართული წიგნებისა და ჟურნალების გაგაზავნისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამოსამართლო პალატის განაჩენი ბაკიხანოვის გამართლების შესახებ ხოლოდოვსკიმ სენატში გაასაჩივრა.