რეგისტრირებული ფაქტები92171
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ნესტორ კალანდარიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გაყიდა არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ მე-10 გამოცემის 1600 ეგზემპლარი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილი იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე მუშაობდა მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი იყო საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური იყო საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.
1899
ტიპი: პირადი ურთიერთობა
მღვდელ სვიმონ ზედგენიძეს ჰყავდა ოთხი შვილი – ტიმოთე, მიხეილი, იაკობი და ალექსანდრე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს იოსებ ივანეს ძე ოცხელი იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კავკავის სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაახლოებით 100 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები გამოართვა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ბეგოიძე მუშაობდა შეგირდად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოსახელოსნოში.

