რეგისტრირებული ფაქტები88778
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრაზე ნოე ჟორდანიამ მისვლა ვერ მოახერხა, რადგან ავად იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საშობაო საჩუქარი უყიდა, სპარსულ-სომხური ან სპარსულ-სირიული ხელობის ჯვარი, რომლის არშიაც ოქროსგან დამზადებული და უხეში იყო. წინა მხარეს მინანქრის ზოლები დაჰყვებოდა, უკანა მხარე კი ზურმუხტისფერი მინანქრისაგან იყო დამზადებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა და ალექსანდრე ხატისიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა რეგიონისა და ზოგადად, აზიის მომავალ ისტორიაზე.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი მიწერილ წერილში იმედოვნებდა, რომ მეუღლე და მისი დედა, რომელსაც გულითად მოკითხვას უთვლიდა, ინგლისური სახლის სიცივით არ იტანჯებოდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მხატვრის გიორგი გაბაშვილის სახელოსნოში სტუმრობისას არც ერთი ის ნამუშევარი არ დახვდა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონდა, ყველა გაყიდული იყო, თუმცა ბევრი სხვა რამეც მოეწონა იქ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავის ტკივილები უფრო და უფრო იშვიათად აწუხებდა. ძალიან არ სციოდა, თუმცა სუსხი იგრძნობოდა. ეუცნაურებოდა ის გარემოება, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო და მას არაფერი სტკიოდა. მეუღლის კეთილი სურვილები ძალიან სჭირდებოდა, თორემ ჩათვლიდა, რომ ისე კარგად არ უნდა ეგრძნო თავი, როგორც გრძნობდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 26 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თავის ტკივილები უფრო ნაკლებად აწუხებდა, კარგად ეძინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საზოგადოების წევრი კარპეზ ბერიძე, რომელიც რწმუნებულად აირჩიეს დაესწრებოდა საზოგადოების წლიურ ყრილობას თბილისში. ხელს აწერენ თავმჯდომარე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: პარმენ კიბორძანიძე, დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია, თეოდოსია დავითის ასული კობახიძე და იუსტინა პეტრეს ასული კობახიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძე, თენგიზ სტეფანეს ძე კორტავა, ვასილ ზურაბის ძე კუტალია და ილარიონ გიორგის ძე კუხალაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: პახვალა როსტომის ძე ლეფონავა, კალისტრატე დავითის ძე ლორთქიფანიძე, პელაგია გრიგოლის ძე ლორთქიფანიძე და აპოლინარია იოსების ძე მაკალათია.

