საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვის დაუბეჭდავი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხელნაწერები, რომლებიც საქართველოს კუთხეების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოებერში მოსე ჯანაშვილმა დაამთავრა ისტორიული ნაშრომი ქართული პალეოგრაფიის შესახებ, რომელიც VII-XVIII საუკუნეებს მოიცავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ნოემბერში ქუთაისის ოლქის სასამართლოში უნდა გარჩეულიყო შარაშანიძის საქმე, რომელსაც დ. გ. პრიმოსა და მ. ა. სელიტრენიკოვის შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ნოემბერში თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ქალაქის გამგეობას აცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის თვითმმართველობას ქალაქის წიგნსაცავის გახსნის ნება დართო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოემბერში ა. ბ. ევანგულოვმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საბჭოს უფლება არ ჰქონდა, უყურადღებოდ დაეტოვებინა მისი წინადადება „სადგომების ბეგარის შესახებ“, რომელზეც მან 20 ოქტომბრის სხდომაზე ისაუბრა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოემბერში ა. ბ. ევანგულოვმა ქალაქის გამგეობაში განცხადება შეიტანა. ის კითხულობდა, რატომ არ ინიშნებოდა საბჭოში სასკოლო კომისიის წევრთა არჩევნები და რატომ ფუნქციონირებდა ძველი კომისია.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ლ ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის დასასრული სათაურით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“ („ჩვენ წინა წერილებში მოვიხსენიეთ იგი მიზეზნი...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 31 ოქტომბერს გ. ი. გძელიშვილმა განიხილა სპანდარ სპანდარიანის საქმე, რომელსაც თავისი რედაქციისთვის სადგომი ჰქონდა დაქირავებული და ხუთი თვის განმავლობაში არ იხდიდა დაკისრებულ ქირას. მოსამართლის განაჩენის მიხედვით, სპანდარიანს უნდა დაეცალა სადგომი და გადაეხადა წინა ხუთი თვის ქირა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 31 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის საიუბილეო კომიტეტის წევრმა გრიგოლ აბაშიძემ გამოაქვეყნა კომიტეტის განზრახვის შესახებ, რომ ეს მხოლოდ ერთდღიანი დღესასწაული არ ყოფილიყო, არამედ ისეთი, რომ სამახსოვროდ დარჩენილიყო საქართველოს ყველა კუთხეში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 ოქტომბერს ქართულ თეატრში ნ. გალუსტოვის საიუბილეო ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ოქტომბერს სათავადაზნაური თეატრში გ. ტ. აქსენოვის ბენეფისი გაიმართა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ა. ოსტროუმოვმა სოხუმში ავადმყოფებისთვის აბანოების ასაშენებლად მიწა იყიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თეოდორ ბიკოვის ნებართვით ფულის ნახევარი, რომელიც პოლიციის ძველი საქმეების ქაღალდის გაყიდვით აგროვდა, იმ კომისიის წევრებს დაურიგეს, რომლებსაც ამ საქმეების განხილვა ჰქონდათ მინდობილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ალხაზიშვილის წიგნი „ბუნება და ცხოვრება“ სამკითხველოებისთვის, სასწავლებლებისთვის, მღვდლებისთვისა და მასწავლებლებისთვის სამი აბაზის მაგივრად ცხრა შაურად უნდა გაეგზავნათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე გ. დემურიას დედნების ანგარიშში გადასცეს 52 მანეთი, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამეურნეო მართვისათვის საჭირო ინსტრუქციის განხილვა ნიკოლოზ ცხვედაძემ მომდევნო კრებისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო ნივთები და წიგნები, მათ შორის არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული, გიორგი იოსელიანის „საღვთო სჯული“ და სხვ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ გამგეობას სთხოვა, გაეგზავნათ მისი ნოემბრის ხელფასი და კიდევ 22 მან. მან სკოლის შესაკეთებლად ცემენტი ითხოვა, რომლის ღირებულება 8 მანეთი იყო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე წაიკითხეს გომარეთის სკოლის პედაგოგის, თომა კევლიშვილის მოხსენება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ და გაეცნენ მის თხოვნას, სკოლისთვის  64 მანეთის ღირებულების სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთის გაგზავნის შესახებ. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ სკოლისთვის გარკვეული თანხა გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე მდივანმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს სკოლისთვის 18 მანეთის წიგნები ესაჭიროებოდა. თუმცა მან გამგეობას ერთი თუმანი გამოუგზავნა წიგნების საფასურად და სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აღნიშნულ თანხად დაეთმოთ სკოლისთვის საჭირო წიგნები, რაზეც გამგეობა დაეთანხმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა, შემწეობად ჩათვლოდა ის 10 ცალი „დედა ენა“, რომლებიც ზაფხულში სოფელ ჭალაში ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად წაიღო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე მართა ივანეს ასულმა ჩოლოყაშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ წაღებული ფულის შესაგროვებელი ყულაბა, საიდანაც 8.52 მანეთი ამოიღეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წარმოადგინეს I და II ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობამ მეორე სამკითხველოს გამგეს, ანასტასია წერეთელს სთხოვა, სამკითხველო დაუყოვნებლივ გადაეტანა ავლაბარში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე საზოგადოებას მუზეუმისთვის საჩუქრად გადასცეს: ტარას მომცელიძემ – თავისი დახატული დანიელ ჭონქაძის პორტრეტი, გაბრიელ ბარნაბიშვილმა – ხუცური ხელნაწერი, რუსეთის საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებამ – სხვადასხვა ნივთი, სვანეთის ბოქაულმა სარდიონ დალაქიშვილმა – მესტიაში აღმოჩენილი ნივთები, მაგალითად: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და ა. შ.