საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ გამგეობის განკარგულებით ის იმ პირობით გადაიყვანეს სენაკის სკოლაში სამუშაოდ, რომ ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 600 მანეთს, თუმცა სენაკის სკოლის ინსპექტორმა მას განუცხადა, რომ 450 მანეთი იქნებოდა მისი ანაზღაურება. წერეთელი გამგეობას სთხოვდა, საჭირო ზომები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა გაეცნო საზოგადოებისთვის რა წყაროდან შეიძლებოდა დაეფარათ სკოლის წლიური ხარჯი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გაზეთ „კავკაზის“ 284-ე ნომერში დაიბეჭდა პავლე იზაშვილის წერილი ქართველი კათოლიკეების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. გალუსტოვმა პიესა „საშინელი შურისძიება“ თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ნოვომეისკი, რომელიც მთავარმართებლის კანცელარიაში მსახურობდა, სოხუმსა და ნოვოროსიისკში უნდა წასულიყო, რათა ენახა, რა მდგომარეობაში იყო ნოვოროსია-სოხუმის გზატკეცილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ვლადიმერ ლესევიჩი, რომელსაც ლექციები „საარტისტო საზოგადოების” დარბაზში უნდა წაეკითხა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ („მას აქედ, რაც ჩვენ პოლიტიკაზედ ხმა არ ამოგვიღია...“).

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, ვერაზე, ნიკოლოზ ესტატეს ძე თარხნიშვილის ხე-ტყის ქარხანა და შეშის საწყობი ფუნქციონირებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის ქალაქისთავი თ. ნ. თავდგირიძე პეტერბურგში წასვლას აპირებდა, რათა მთავრობისთვის იმ საჩივრების დაკმაყოფილების დაჩქარება ეთხოვა, რომლებიც ოზურგეთის თვითმართველობამ ქალაქის საკეთილდღეოდ აღძრა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტერბურგში წასული თ. ნ. თავდგირიძე იქაური მთავრობისთვის ოზურგეთში პროგიმნაზიის გახსნის თხოვნას აპირებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ქალაქის მამულების დამფასებელი კომისიის წევრებად ტარას მულინი და პ. ი. ალიბეგოვი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ხორცისა და პურის ნიხრის დამდები კომისიის წევრებად ფ. გ. ვეტცელი და ვასილ ეგიაზაროვი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე დამფასებითი ფურცლების განმხილველი კომისიის წევრებად ლეოპოლდ ბილფელდი, ი. ს. ყორღანოვი და მ. ი. ქიუჩარიანცი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ბ. პ. ვესელოვზოროვი, ნ. ა. გრიქუროვი და ნ. ი. თამამშევი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ი. ა. სულხანიშვილი, გავრილ ტერ-ასატუროვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი აირჩიეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ბ. სოკოლოვმა ქალაქის გამგეობას მისი საფეირქო სახელოსნოს ღარიბი მოსწავლეებისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ბ. სოკოლოვი თბილისში მდებარე საფეიქრო სახელოსნოს მფლობელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის ოლქის სამოქალაქო განყოფილების სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგი ი. კ. სავიცკი სააპელაციო განყოფილებაში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მწერალი ვლადიმერ ლესევიჩი, რომელიც „რობინზონ კრუზოსა“ და ზღაპრების მნიშვნელობის შესახებ ლექციების წაკითხვას აპირებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელიც იქამდე თერგის ყაზახთა ჯარში ირიცხებოდა, კავკასიის ყაზახთა დივიზიის პირველი ბრიგადის უფროსად დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 26 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა ვასო აბაშიძის მიერ თარგმნილი 5 მოქმედებიანი მელოდრამა „გაძარცული ფოსტა“ წარმოადგინა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო ალექსანდრე ნანეიშვილი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო კაპიტონ ბაქრაძე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო გიორგი ზდანოვიჩი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო დავით ხელთუფლიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა ქუთაისში ალექსანდრე სუმბათაშვილის 5 მოქმედებიანი დრამა „შევარდნები და ყორნები” წარმოადგინა.