რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 5 ივნისს ქუთაისისა და სენაკის სააზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას. ის მიზეზად ასახელებდა კომიტეტის ფაქტობრივ უმოქმედობას: წევრთა უმრავლესობის (დავით ხელთუფლიშვილი ავადმყოფობდა, დავით ლორთქიფანიძეს საკმარისი დრო არ ჰქონდა, სერგი ჯაფარიძე და ნიკოლოზ ჭიჭინაძე თბილისში ცხოვრობენ მუდმივად) სისტემატური დაუსწრებლობის გამო უმცირესობაში აღმოჩენილ წევრებს (დავით ბაქრაძეს, იასონ ბაქრაძესა და კირილე ლორთქიფანიძეს) კანონით არავითარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ რჩებოდათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, სიმონ შადურისთვის ორმოცი მანეთი მიეცათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ილია კიკნაველიძე საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის იმერეთის განყოფილების მდივანი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მდივანი იყო, ყარამან ცეცხლაძე – მისი თანაშემწე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სწავლის გადასახადი წლიურად 3 მანეთი იყო. სკოლას 90 მანეთი ჰქონდა წლიური შემოსავალი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლას (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) პირველი სამი კლასიდან ავადმყოფობისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო 7 მოსწავლე გამოაკლდა. დარჩენილი 36 მოსწავლიდან I კლასში 16 ბავშვი იყო, II-ში და III-ში – 8-8 და IV-ში – 4.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლას (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) 43 მოსწავლე ჰყავდა. მათგან I კლასში 17 ბავშვი იყო, II-ში – 13, III-ში – 9 და IV-ში – 4.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ თებერვალს შალვა იოსების ძე თუხარელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის სასჯულმეტყველო ნაწილზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 ნოემბერს პეტრე გერმანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვარშავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 აგვისტოს მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის სკოლის მასწავლებლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მარიამ პირქუშაშვილისთვის საეპარქიო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ზუგდიდის მაზრის მცხოვრებმა პეტრე ნორაკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმცროსი ძმისთვის იალტის საბაღოსნო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლას (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) 43 მოსწავლე ჰყავდა. მათგან I კლასში 22 ბავშვი იყო, II-ში – 10, III-ში – 4 და IV-ში – 8.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) მოსწავლეებიდან 4-მა სწავლა დაასრულა, 31 – მომდევნო კლასში გადავიდა, ერთი – მე-2 კლასში დარჩა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლაში (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სწავლა 5 სექტემბერს დაიწყო და 28 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 185 სასწავლო დღე იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 აგვისტოს თეკლე (ციალა) ალექსის ასულმა ჩოლოყაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ საზოგადოების მთავარ გამგეობას უკიდურესი სიღარიბის გამო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჩოლოყაშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის მასწავლებლის ისიდორე ტატიშვილის ხელფასი თვეში 54. 60 მანეთი იყო.