რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ავტორობა
1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშში მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში შემდეგი წლისთვის ტოვებს წიგნებს და რვეულებს, შეცდომით გამოგზავნილ რვეულებს აბრუნებს უკან გამოსაცვლელად. რადგან ბევრი სკოლაში წიგნების მისაღებად შემოდიოდა და შემდეგ სკოლას ტოვებდა, ამის გამო მან გადაწყვიტა, „ბუნების კარი“ და სხვა წიგნებიც გარდა „დედაენისა“ საკუთრებაში არ მიეცათ მოსწავლეებისთვის, ან უკან გამოერთმიათ. 12 ცალი უხმარი „ბუნების კარი“ სკოლაში ინახებოდა , რადგან იმ წელს მე-3 განყოფილებაში ბევრმა არ გააგრძელა სწავლა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ზაფხულში გრიგორი გოლიცინს დაგეგმილი ჰქონდა კავკასიაში არსებული ყველა მინერალური წყლისა და სააგარაკო ადგილის მონახულება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივნისში ხარაგაულელებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ წიგნსაცავი და სამკითხველო, რომელსაც თავიანთი ხარჯით შეინახავდნენ. ნებართვის აღება ვასილ ბიჭიას ძე კიკნაძემ აიღო თავის თავზე და თხოვნით გუბერნატორს მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 მაისის სხდომაზე გამგეობამ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზორებად დანიშნა ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი, რომელთაც დაევალათ როგორც სამეურნეო, ისე სასწავლო მხრივ აღნიშნული სკოლის შემოწმება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მაისს სათავადაზნაურო თეატრში ბ. ა. კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მაისს ბესარიონ ქავთარაძეს სამსონ თოფურია მკურნალობდა. ექიმმა ქავთარაძე სიკვდილისგან იხსნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მაისს ქართველი ხელოსნები თბილისში, კუკიაზე შეიკრიბნენ და თბილისის გამგეობას თხოვნით მიმართეს, დაეთმოთ მათთვის ეს ადგილი იჯარით, რათა საცხოვრებელი სახლები აეშენებინათ. მთხოვნელთა შორის იყვნენ: ტატო ოდიაშვილი, კოსტ. არეშიძე, ვასო მგელაძე, მიხეილ ტარიელაშვილი, ზაქ. ნაბიჭვრიშვილი, მიხეილ სუხაშვილი, გაბო ოდიშვილი, ვანო ბიბილაშვილი, ივანე დოლმაზაშვილი, თედო დოლმაზაშვილი და პეტრე პეტრიაშვილი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 6 მაისს ქალაქ რიგაში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დევდორიანი გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 26 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატას სააპელაციო საჩივრის გამო ხელახლა უნდა განეხილა ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნის საქმე, რომელსაც ქალაქის საურთიერთო ნდობის ბანკში ბოროტმოქმედების ჩადენა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 მაისს მუშტაიდის ბაღში დანიშნული იყო „ლატარია-ალეგრი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად. მათ, ვისაც სურდათ ამ ლატარიისთვის ნივთების შეწირვა, უნდა გაეგზავნათ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის ან საზოგადოების წიგნის მაღაზიაში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 მაისს სათავადაზნაურო თეატრში ილია კარგარეთელის კონცერტი გაიმართა. ქართველმა მომღერალმა ძირითადად რუსული და იტალიური სიმღერები შეასრულა, თუმცა მსმენელებს განსაკუთრებით ქართული რომანსები მოეწონათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 მაისს აკურთხეს ახალი სამხედრო საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისში, კავკასიის მთავარმართებლის სასახლის გვერდით მდებარეობდა. კურთხევას დაესწრნენ გრიგორ გოლიცინი და ივანე ამილახვარი. აგრეთვე სხვა სამხედრო დაწესებულებათა უფროსები და მოხელეები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 მაისს თბილისის სათავადაზნაური თეატრში ილია გიორგის ძე კარგარეთელს კონცერტი უნდა გაემართა.
1897
ტიპი: ავტორობა
თამარ ჯორჯაძის შედგენილი 1896-97 სასწავლო წლის 20 მაისის ანგარიშის მიხედვით, სოფელ თონეთის სკოლის I, II და III განყოფილებებში ისწავლებოდა 3 საგანი: საღვთო სჯული, ქართული ენა (წერა და კითხვა), ანგარიში, რუსული ენა (წერა და კითხვა). ქართულ და რუსულ ენებში წერისა და კითხვის ნიშანი იწერებოდა ცალ-ცალკე.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სწავლობდა 51 მოსწავლე, I განყოფილებაში – 24 მოსწავლე, II განყოფილებაში – 23, ხოლო III განყოფილებაში – 4. მათგან 28 ქალი იყო და 23 ვაჟი, 7 მოსწავლე ეროვნებით სომეხი იყო, ხოლო დანარჩენი – ქართველი.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ გამგეობას ეკითხება, რომ როდესაც საზოგადოებამ ცხადად დაინახა მოსწავლეთა უმეტესობის მიერ სკოლის დატოვება სასწავლო წლის დამთავრებამდე, რატომ არ ათვალიერებენ სკოლას მაისის ნახევრამდე, როდესაც მასწავლებელს შეუძლია, როგორმე შეაკავოს მოსწავლეთა ნაწილი.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, რაიმე ძალა მისცენ, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ უფლება სკოლიდან ვადაზე ადრე გაიყვანონ მოსწავლე. ის თავის მხრივ, მშობლებს ეუბნებოდა, რომ მათ ეკისრებათ 5 მან. სოფლის სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგში ეს ხერხი არ გამოდგებოდა, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ცარიელი სიტყვები იყო. მისი სიტყვებით, მასწავლებელი ზნეობრივი ტანჯულია აპრილსა და მაისში, როდესაც 50 მოსწავლიდან კლასში შემოდის 20, ბევრჯერ კი – 15.

