რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვარშავის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ევგენია კასრაძე მცხეთის სამთავროს მონასტრის სკოლის მასწავლებელი იყო.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილიასეული სახლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. აღმოჩნდა, რომ გასავალი აღემატებოდა შემოსავალს. სახლის გამგე – დავითაშვილი ითხოვდა ამ თანხას. გამგეობამ გადაწყვიტა, დავითაშვილისთვის სათანადო დოკუმენტები მოეთხოვა დახარჯული თანხის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა თანხა. გამგეობამ დაადგინა, შუამდგომლობა აღეძრა ქალაქის აღმასკომის წინაშე ფულადი დახმარების შესახებ ილიასეული სახლის შესაკეთებლად. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას შეატყობინეს, რომ განყოფილების ქონებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაისსა და ივნისში გადაწყვეტილი ჰქონდათ სახალხო სეირნობის და ლატარია-ალეგრის გამართვა. მეფისნაცვლისგან ნებართვის ასაღებად დახმარება მთავარ გამგეობას სთხოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის მთავარი განყოფილება (მდივანი – დავით კარიჭაშვილი) ქუთაისის ფილიალს განსახილველად უგზავნის მუხიანის სამკითხველოს გამგის თხოვნას დახმარების თაობაზე.
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ გაისტუმრეს ალექსანდრე ყაზბეგის „ელისოს" გამოცემის ხარჯის დარჩენილი ნაწილი – 17 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე, მოლარე ბართლომე მოსეშვილი.
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, ქუთაისის გუბერნატორისთვის წარსადგენი თხოვნების მარკებზე დაიხარჯა 7 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე – ბართლომე მოსეშვილი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვეს, დაებრუნებინა წინა წლის აპრილის საორგანიზაციო კრების ოქმი და დამსწრე წევრთა სია (დედანი ან ასლი), რადგან ფილიალისთვის ორივე ძალიან საჭირო დოკუმენტი იყო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ 39 სხდომა გამართა. თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი პეტერბურგში ყოფნის გამო მხოლოდ 25 სხდომას დაესწრო, თავმჯდომარის ამხნაგი იოსებ ოცხელი – 28-ს, იაზონ ბაქრაძე კი – 39-ს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა დღის 4 საათზე. შემდეგი კრება კი დაინიშნა 21 დეკემბერს, კვირა დღეს, დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა ფარული ჯენჭისყრით – 83 ხმით 75-ის წინააღმდეგ – გადაწყვიტეს, რომ საწევრო გადასახადი ისევ სამი მანეთი დარჩენილიყო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 თებერვალს ეფრემ ალექსანდრე ძე ჩახუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სიღარიბის გამო სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.