რეგისტრირებული ფაქტები87255
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს ნასვამმა გიორგი კუხიაშვილმა სუმბათოვის ქუჩაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ალექსანდრა ლუკიანოვისა დანით დაჭრა. ქალი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს სასახლის ქუჩაზე ცხენის რკინიგზის კონდუქტორმა ალექსანდრე ტოლინსკიმ მგზავრ სოფია მეკლერს სილა გაარტყა. კონდუქტორი პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 18 ოქტომბერს ხვედურეთიდან რუისში მიმავალი სოლომონ მღებრიშვილი და პეტრე გოგინაშვილი ბორანზე არ ავიდნენ და მტკვრის გადაცურვა სცადეს. ნასვამი მღებრიშვილი წყალმა წაიღო და დაიხრჩო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისიდან გამგზავრების სამზადისში მყოფ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისელებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქუთაისის საოლქო სასამართლოში 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმე განიხილეს. პროცესის თავმჯდომარე იყო ლიტოვჩენკო, პროკურორი კი – ჟუკოვსკი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ ბარბარე ავალიშვილისა ლიდიას როლს ასრულებდა, ხოლო ბარამიძე – აკულინას.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის, ქალაქის ინჟინერმა, მერჟანოვსკიმ, თანამდებობა დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ბართლომე კილაძისა და ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა მამია გურიელის თხზულებები ავტორის სურათით.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძისას პნევმონია ჰქონდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „მე მინდა კნეინა გავხდე“ და „დროებითი სიყვარული“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში კავკასიის მთავარმართებელი, გენერალ-ადიუტანტი სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი ავად იყო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ოქტომბერში გორელი ვექილი შაიშმელოვი ყაჩაღებმა დუშეთის მაზრაში მოკლეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დუშეთის მაზრაში ვექილ შაიშმელოვის მკვლელობას ბოქაული შალიკაშვილი იძიებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრიდან წმინდა სინოდის დადგენილებით ქუთაისის ეკლესიების ბლაღოჩინის, ნესტორ ყუბანეიშვილის, წიგნი „სახელმძღვანელო საღვთო სჯულის შესასწავლად“ საქართველოს საეგზარქოსო ერთკლასიან სკოლებში საღვთო სჯულის დამხმარე სახელმძღვანელო გახდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისის პოლიციის პირველი ნაწილის ბოქაულის თანაშემწემ, წულუკიძემ თანამდებობა დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში სპირიდონ ჭელიძე და იოსებ იმედაშვილი ოლღა ბეჟანიშვილის მიერ თარგმნილ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“ გამოსაცემად ამზადებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს ფითოევის სამოყვარულო თეატრში რუსმა სცენისმოყვარეებმა შექსპირის კომედია „აურზაური არაფრის გამო“ დადგეს. ნამდვილი მსახიობებივით ითამაშეს ბენედიქტეს როლის შემსრულებელმა, მაკაროვმა და ბეატრიჩეს როლის შემსრულებელმა, პაპკევიჩისამ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე თბილისის სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელმა, ვ. ი. ლისნევსკიმ თანამდებობა დატოვა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის ქალაქის საბჭომ აირჩია მუდმივი საფინანსო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: პ. მ. არღუთაშვილი-მხარგრძელი, კ. მ. ალიხანოვი, ა. ს. ბაბოვი, ა. თ. ფრიდონოვი, ი. ა. თაიროვი, მ. ი. თამამშოვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის ოქტომბერში ეკატერინა პამპალოვისამ პროკურორს განუცხადა, რომ შიხი ტუსიშვილს ცოლად თავისი ნებით გაჰყვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს დანიშნული გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაშიძისა და მკვლელობაში ბრალდებული მოდებაძის საქმე განსახილველად 7 იანვრისთვის გადაიდო.

