რეგისტრირებული ფაქტები88778
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 სექტემბერს, პირველ საათზე, ოლივერ უორდროპი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნას დაესწრო. სხდომაზე პარლამენტმა რკინიგზაზე ყაჩაღობისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 6 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი მხატვრების, მუსიკოსებისა და ლიტერატორების მიერ შექმნილი კლუბის წევრი გახდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ამერიკული არმიის შტაბის უფროსი, გენერალი ჰარბორდი ხანმოკლე ვიზიტით ჩამოდიოდა საქართველოში. პრეზიდენტ უილსონის დავალებით მას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში უნდა მომეზადებინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისიანს ეწვია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 სექტემბერს გენერალი კორი ბათუმიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ამით დამთავრდა ბრიტანეთის არმიის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 სექტემბერს ოლივერ უორდროპი ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ესტუმრა საპასუხო ვიზიტით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა აზერბაიჯანში ბიბიეიბათის ნავთობის საბადოები დაათვალიერა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მარტს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში დავით მიქელაძის, ნიკო თავდგირიძის და კიტა აბაშიძის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 23 ივნისს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ გაიცნო ალექსანდრე ჭყონიას დისშვილი, ვარია გაბაშვილი, რომლის მეუღლე რუსი ოფიცერი იყო.

