საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის აგვისტომდე ბ. ზახაროვი ხოპერის პოლკის უფროსი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის აგვისტოში სიმონ ქვარიანი სასწავლებლად გაემგზავრა საფრანგეთში.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 31 ივლისს სოფელ გომში რევაზ გვერდწითელმა რევოლვერით მოკლა გიორგი ქურდოვანიძე. როგორც გაირკვა, ამ ორ საგვარეულოს შორის დიდი ხნის კონფლიქტი ჰქონდათ მამულის გაყოფის თაობაზე.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის (5 აგვისტოს) „ცნობის ფურცლის“ მიხედვით გიორგი ქურდოვანიძე იყო აზნაური.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით რევაზ გვერდწითელი აზნაური იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 30 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ჩოდრიშვილის გამოხმაურება მიხეილ ნასიძის ინიციატივაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 23 ივლისს მდინარე სუფსის ნაპირზე სერაპიონ ჯახუტაშვილმა ხელკეტით დაჭრა სოლომონ ჩხაიძე, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 20 ივლისიდან თეოდორე ალექსანდრეს ძე ბიკოვი გუბერნატორის თანამდებობის აღსრულებას შეუდგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 ივლისს სათავადაზნაურო თეატრში გამართული თბილისის ხელოსანთა ამხანაგობის მეორე კრების თავმჯდომარე იყო მ. Ნასიძე. კრებაზე დამწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზრი თბილისის ხელოსანთა ამხანაგობის დაარსების შესახებ.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის 20 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით მაქსიმეიშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის (20 ივლისის) „ცნობის ფურცლის“ მიხედვით სოლოღაშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ძველი ეკალის ხელმოწერით გამოქვეყნდა მიხეილ ნასიძის სტატია „თავ. ილია ჭავჭავაძის იუბილეი და სრულიად საქართველოს „ცენტრალური დეპო“ ქ. ტფილისში“. ავტორი ილიას საიუბილეოდ მისი სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების ინიციატივით გამოვიდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სააღებმიცემო კომპანია „შუამავლისგან“ სურათი შეიძინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ივლისის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში უმასპინძლა პარიზის უნივერსიტეტის პროფესორს, მოგზაურსა და მკვლევარ ჟაკ ბერტილიონს, რომაელ პროფესორ ბოსკოს, მწერლებს: ვასილი ველიჩკოს და არტურ ლაისტს.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის ივლისის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძის სტუმრები, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, მოგზაური და მკვლევარი ჟაკ ბერტილიონი, რომაელი პროფესორი ბოსკო, მწერლები ვასილი ველიჩკო და არტურ ლაისტი მასთან ერთად საგურამოდან ზედაზნის მონასტერში გაემგზავრნენ და ხის ქვეშ, მწვანე ველზე ისადილეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ივლისს პეტერბურგში ჩასული საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ფორი პეტრე პირველის სახლში შეხვდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს, დედოფალს, მინისტრ განოტოს და ადმირალ ჟერვეს.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 12 ივლისს პეტერბურგში ჩასული საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ფორი შეხვდა საფრანგეთის საქველმოქმედო საზოგადოების წევრებს და ახალი შენობის საძირკველი აკურთხა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ივლისს პეტერბურგში ჩასული საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ფორი პეტრე-პავლეს ციხეში გენერალ ბილდერლინგის ეტლით გაემგზავრა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ივლისში მიტროფანე Ლაღიძემ გამოსცა აკაკი წერეთლის ახალი თხზულება, პოემა „ნათელა“, რომელიც ერთ აბაზად იყიდებოდა წიგნის მაღაზიებში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის ივლისში სოლოღაშვილი მთავრობის განკარგულებით შტაბის კაპიტნად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის ივლისში მთავრობის განკარგულებით კობიაშვილი პოდპოლკოვნიკად დაინიშნა, ამავე დროს ის თბილისის საოლქო არტილერიის სახელოსნოს უფროს თანაშემწედაც დაამტკიცეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის ივლისში მთავრობის განკარგულებით მამაცაშვილი კაპიტანი გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის ივლისში მთავრობის განკარგულებით მაქსიმეიშვილი კაპიტანი გახდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის ივლისში ს. პოლოლიკაშვილმა რუსთაველის ბიუსტზე მუშაობა დაამთავრა. პოლოლიკაშვილი წარმოშობით ქუთაისიდან იყო, სამხატვრო განათლება კი ოდესაში ჰქონდა მიღებული.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა ქუთაისის სამზრუნველო კომიტეტს, რომ 18 ივნისის დადგენილებით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძე თხოვნისამებრ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და იმავე დღეს იმსჯელეს მის მაგივრად ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის შესახებ 1-ლი სექტემბრიდან, რის შესახებაც აუწყებენ კომიტეტს, ასევე დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორს. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და მდივანი დავით კარიჭაშვილი.