საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 აგვისტოს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: კირილე ივანეს ძე ჩიხლაძე, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი, პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ილია ანტონის ძე მელია და ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კირილე ივანეს ძე ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების მდივანი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე, ვარლამ სიმონის ძე ჭელიძე და მიხეილ დავითის ძე ჯიბლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, ერთი სხდომა გამართა და ერთი საქმე განიხილა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, საზოგადო კრება არ გაუმართავს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 224 წევრი ჰყავდა.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა იყო, ერთი სკოლა ჰქონდა გახსნილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ იანვარში საზოგადოების შემოსავალი 342 506. 85 მანეთი იყო, გასავალი – 325 998. 31 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თებერვალში საზოგადოების შემოსავალი 607 525. 02 მანეთი იყო, გასავალი – 591 497. 19 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოების მაღაზიიდან 1 076 143. 06 მანეთის წიგნები გაიყიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სარეცენზიოდ გადასაცემი წიგნების სიის განხილვა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის ეკლესიის საბჭოს თხოვნა პანთეონის გასაფართოებლად საზოგადოების დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო ადგილის შესაძენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავას მიწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელი წინაწარი კრება გაიმართა. სხდომას წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ფუქის განყოფილების გახსნის დაჩქარება სთხოვა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სტეფანე ბაკუტას ძე, ანდრო კვაცის ძე, კოწია, ნიკო და გოგია კიმოთეს ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მიხეილ ჩიქოვანი, სპირიდონ კადიბის ძე გარუჩავა, სიკო დუტუს ძე ჭანია, მიხეილ ჩონთას ძე და გიორგი ოთარის ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სამსონ გოგოხია, პორფილე შოთას ძე ჯოლოხუა, შარუ ბიკუტას ძე ჯოლოხავა, მაქსიმე გვიტოს ძე და თეიმურაზ ქუჩუს ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ პეხუს ძე კვარაცხელია, ილია პავლეს ძე ჯოლოხავა, სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხვა, იოსებ საბას ძე ჭანია და დიტო კვაჯას ძე ჭანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგე ტარას სვიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გაეუქმებინა სამზარეულო და თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად მიეცა კვების ფული – გამგისთვის 12 მანეთი, შეგირდისთვის – 8 და მსახურისთვის 6 მან.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ქობულეთის მოსახლეობამ სკოლის შენობის აგება გადაწყვიტა და ფულის მოსაგროვებლად კომისიაც აირჩია. კომისიის წევრები იყვნენ ს. ირემაშვილი და არ. აბაშიძე.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის მარტში თ. ჯორჯაძისა კავკავის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დანიშნეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს სიმონ გურგენის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 24 მაისს სენაკში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარედ ოლღა გიორგის ასული ხოფერია დაინიშნა.