საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ გიორგიწმინდაში გაიხსნა სკოლა, სადაც ზაქარია სანაკოევი ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ახალსოფელში გაიხსნა სკოლა, სადაც მიხეილ გარდანოვი მასწავლებლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნატორი ინფორმირებული იყო ზუგდიდის განყოფილების გახსნის შესახებ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე მის თანაშემწედ აირჩიეს: ანდრია პეტრეს ძე პატარაია, ეკატერინე მალხაზის ასული კედია, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სთხოვა აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას, როგორც ზუგდიდის განყოფილების გამგეობის არჩეულ თავმჯდომარეს, ჩაეტარებინა შრომის გამანაწილებელი სხდომა, რითაც საფუძველი ჩაეყრებოდა განყოფილების ამოქმედებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ მოახსენა, რომ იმ წლის 6 მაისს აკურთხეს ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ შედგა სია წევრებისა, ვინც შეიტანა თითო მანეთი საწევროს სახით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მაისს ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა ევგენი შენგელაიამ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ სთხოვა ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმის დამტკიცება და ამის შესახებ ზუგდიდელებისთვის ცნობის მიწოდება. ეს აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიოთეკის საქმეებში ადგილობრივი ადმინისტრაცია ჩარეულა და მისი მოღვაწეობა შეუფერხებია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ზუგდიდის ადმინისტრაციის მოთხოვნების ასლები. ეს მოთხოვნები ეხებოდა დაბა ზუგდიდში ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მოღვაწეობას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ორი შვიდკაპიკიანი მარკა საპასუხო წერილისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუას გაუგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ლავროვისთვის ცნობილი გამხდარა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის მოღვაწეობას ხელმძღვანელობდა არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტი, რომელიც არავის დაუმტკიცებია. ლავროვმა სთხოვა ჩიჩუას ეცნობებინა მისთვის შემდეგი: ვინ აირჩია კომიტეტი, ჩატარდა თუ არა არჩევნები საზოგადოების წესდების გათვალისწინებით, ვინ დაამტკიცა კომიტეტის კანონიერება და ვინ მისცა კომიტეტს უფლება შესდგომოდა საქმიანობას ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებული სამშენებლო კომიტეტის ნებართვის გარეშე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგეს ლევან ივანეს ძე ჩიჩუას შეატყობინა, რომ მან, ვერ მიიღო რა პასუხი ბიბლიოთეკის არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტის თაობაზე, პირადად გამოიძია ეს საკითხი. ლავროვი დარწმუნებულა იმაში, რომ კომიტეტის არჩეული პირები, პატარაია, კედია და გეგელია, არავის დაუმტკიცებია ამ თანამდებობაზე. შედეგად, ლავროვს გაუცია განკარგულება ადგილობრივი მმართველობის სახელზე, კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა ჩიჩუასთან ერთად უნდა ეთავა ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებულ სამშენებლო კომიტეტს.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. წერილში ფაღავამ გულითადად მოიკითხა იგი, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა მის ოჯახს. ასევე დაინტერესდა, დაამთვარა თუ არა ბურჯანაძის უფროსმა შვილმა უმაღლესი სასწავლებელი.