რეგისტრირებული ფაქტები88778
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს რტიშჩევის ქუჩაზე მდებარე არღუთაშვილის სახლის მცხოვრები მარიამ დიკი ქმარმა სამართებლით დაჭრა. მისი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 30 ოქტომბერს სასამართლომ განიხილა შიხი ტუსიშვილის, ლევან აბელის ძე ანდრონიკაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილის, პაატა გედევანიშვილისა და მიხეილ კონსტანტინეს ძე მუხრანსკის საქმე. მათ ბრალად ეკატერინა პამპალოვის მოტაცება ედებოდათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 30 ოქტომბერს ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმის განხილვის დროს ვრაჟსკი სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 30 ოქტომბერს ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმის განხილვის დროს კოლბასინი და სტალინსკი სასამართლო პალატის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ორ ცეცხლ შუა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს ივანე ალექსოვმა კავკასიის პირველ საგრენადერო არტილერიის ბრიგადის ყარაულს, ზელმან ისერმანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ყარაულმა კი ალექსოვი ხმლით დაჭრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს სოფიო პეტრეს ასულმა სტასენკოსამ პოლიციაში განაცხადა, რომ ტრამვაის ვაგონში ჯიბიდან 10 მანეთი ამოაცალეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს მეეტლე სტეფანე ივანეს ძე ადეიშვილი დაეჯახა 7-8 წლის ბორის ღოღობერიძეს, რომელიც გადარჩა. მეეტლე პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 29 ოქტომბერს ნორიოს ქუჩაზე, კოტელნიკოვის სახლში, ყოფილი პედაგოგი იულია მიხეილის ასული სპასკაია გარდაიცვალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 29 ოქტომბერს უდეში ქველმოქმედი პავლე სტეფანეს ძე მერაბიშვილი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს თბილისის ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში ანეტა მხეიძისა და მ. დიდებულიძის თაოსნობით დადგმული ქართულ-რუსული სპექტაკლებიდან შემოსული თანხა სენაკის დედათა სკოლას შესწირეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში დადგმულ ქართულ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მსახიობები: ო. დადიანისა, ფ. კალანდარიშვილისა, მ. ლაზარენკო, ვ. ლომინაძე, კ. ხოფერია, ს. სახოკია და ვ. ელიავა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში ანეტა მხეიძისა და მ. დიდებულიძის ინიციატივით დაიდგა 3 სპექტაკლი – „Нечаянное огорчение“, ა. წერეთლის „ბუტიაობა“ და ვ. აბაშიძის „ცოლი თუ გინდა ეს არის“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს ჩეკინი და გ. ბუდაგოვსკი ახალ სენაკში დადგმულ სპექტაკლში „Нечаянное огорчение“ მონაწილეობდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს წყნეთელმა ბარბარე არჩვაძისამ პოლიციაში განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს მისი 16 წლის შვილი ვასილ არჩვაძე დაიკარგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს აზნაური კურცხალია შორაპნის სადგურში ბათუმიდან მიმავალ მატარებელში ასვლის დროს მსუბუქად დაშავდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს ვაჭარი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩუბინიძე მეგობართან ერთად ბათუმიდან თბილისში სავაჭროდ ჩავიდა და იოსებ სერგოს ძე მაჭავარიანის სასტუმროში გაჩერდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს თბილისის მკვიდრმა გეურქ თათულოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს აივნიდან 100-მანეთიანი პალტო მოჰპარეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს არსენალის ქუჩაზე ასტრახანელმა გლეხმა ივანე შჩენიკოვმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს 3-ჯერ ესროლა. შჩენიკოვი პოლიციამ დააკავა, მისი მეუღლე კი მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 28 ოქტომბერს სტეფანე არტემის ძე ტერ-ავაქოვი სიღნაღის მოურავად დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 28 ოქტომბერს ვართან ივანეს ძე ენიკოლოფოვი სიღნაღის მოურავის მოადგილედ დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს ტიგრან ავეტისოვმა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა კარაპეტ მნაცაკანოვი, რომელსაც ავეტისოვისთვის ჯიბიდან საათი და სხვა ნივთები ამოუცლია. ქურდს მოპარული ნივთები ჯიბეში უპოვეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს ილიკო მათეშვილი და მისი მწყემსი გიო ბაიდოშვილი სიღნაღის მაზრაში თავს დაესხნენ ლეჩხუმელ სტუმარს და 49 მანეთი მოჰპარეს.

