რეგისტრირებული ფაქტები87220
სორტირება თარიღი კლებადობით
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს იაკობ მედვედევი იყო საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლიდან ვასილ კოპტონაშვილი 10 წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა ჯავახეთის სოფელ ჩუნჩხაში.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს გიორგი წერეთელმა იაკობ ფანცხავას სთხოვა „კვალის“ გამოცემისა და წარმოების საქმის გაძღოლა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს გიორგი წერეთელი პირადი საქმის გამო საჩხერეში წავიდა და ამ მიზეზით ვერ შეძლო გაზეთ „კვალის“ სარედაქციო საქმის გაძღოლა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა დათანხმდა გიორგი წერეთლის შემოთავაზებას, გასძღოლოდა გაზეთ „კვალის“ გამოცემისა და წარმოების საქმეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს უსამსახუროდ დარჩენილი იაკობ ფანცხავა თბილისში რეპეტიტორობით ირჩენდა თავს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ მედვედევის თანაშემწემ, გაევსკიმ იაკობ ფანცხავას აცნობა, რომ მისი საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი ქუთაისის ჟანდარმერიის მიწოდებული ინფორმაცია გახდა მისი გაჩხრეკის შესახებ.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავამ ცდის მიუხედავად ვერანაირი სამსახური თბილისში ვერ იპოვა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავამ თხოვნით მიმართა ფინანსთა მინისტრს, მიევლინათ იგი თბილისის სახბანკის კანტორაში საბანკო ოპერაციების გასაცნობად.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა მისივე თხოვნით თბილისის სახბანკში საბანკო ოპერაციების გასაცნობად მიავლინეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა მეტად უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ არ დაამტკიცეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა თბილისში ეძებდა სამსახურს, რადგან უმუშევრობის გამო ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, მას შემდეგ რაც საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე არ დაამტკიცეს, იაკობ ფანცხავა სამსახურიდან წავიდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავამ თბილისის სახბანკის კანტორის გამგეს გადასცა წერილობითი უარი, რომელიც ეხებოდა მის გამგზავრებას ქალაქ პერმში და იქ ბანკის ბუღალტრად მუშაობას. მისი წერილობითი განმარტება გამგეს ფინანსთა მინისტრისთვის უნდა გადაეცა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა ზაფხულობით ხშირად სტუმრობდა სოფელ ჯიხაიშში მცხოვრებ ნიკო ნიკოლაძის ოჯახს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა ფილოქსერას პარტიიდან წამოსვლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა მატერიალური პრობლემების გამო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლიდან ფოთიდან გასვლისას ყოველ ჯერზე ბოქაული იაკობ ფანცხავას ნაცნობ-მეგობრებთან არკვევდა სად, როდის და ვისთან მიდიოდა იგი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოფელ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძესთან იაკობ ფანცხავას სტუმრობის შემდეგ ნიკოლაძეების მოურავი ბოქაულმა დაიბარა დასაკითხად.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ერთ-ერთი, ვინც პოლიციამ დაკითხა იაკობ ფანცხავას პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მისი თვალის ექიმი, გიორგი ტარსაიძე იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავას სოფელში ვიზიტის შემდეგ ღამით მის ბიძაშვილ კალისტრატეს სოფლის მამასახლისმა, მისმა მწერალმა, ქუთაისის ბოქაულმა და ჟანდარმერიის ოფიცერმა მიაკითხეს დასაკითხად.

