საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92171

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილმა კახეთში 192 გვერდიან ხელნაწერს „ცხოვრება და მოქალაქეობა წმინდისა მამისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატისი, მღვდელთ მოძღვრისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკის სიკილისაი, რომელი აღწერა ევაგრე ეპოსკოპოსმან, მოწაფემან მისმან” მიაკვლია. ეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი იყო, რადგან წმინდა ბაგრატის ასეთი ვრცელი აღწერა არც ბერძნულ სასულიერო მწერლობაში გვხვდებოდა და არც რუსულში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთაისის მაზრის უფროსი, სოკოლსკი სამსახურისთვის თავის დანებებას გეგმავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ნოემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფილიმონ იესეს ძე ქორიძე ხონში მოღვაწეობდა, საგალობლებს აგროვებდა და ნოტებად იწერდა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის 29 ნოემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიკოლოზ თაქთაქიშვილი თავადი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებს გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ აუწყებდა და დახმარებას სთხოვდა. თევდორე ჟორდანიას თქმით, მისი სკოლების შეგირდები სიღარიბის გამო წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების ყიდვას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვასილ ქორჩილავამ შეადგინა და გამოსცა წიგნი „გრიგოლ განმანათლებლის მიერ ანგელოზის ხილვა და მისგან გამოკითხვა”.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 28 ნოემბერს ქალაქის გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევს მუშაობის ვადა ეწურებოდა, რის გამოც დაინიშნა არჩევნები ახალი წევრის ასარჩევად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ნოემბერს გიგო თოიძე „ცნობის ფურცელში” წერს, რომ დაღესტანში ქართული სალიტერატურო საღამოების მოწყობა იგეგმებოდა. პირველი სალიტერატურო საღამოს თემა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 28 ნოემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ არქიმანდრიტი ბენიამინი ქუთაისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ნოემბერს „ცნობის ფურცლის” მეშვეობით სტუდენტი ი. მუმლაძე მადლობას უხდიდა ე. პ. კვიცარიძეს, დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას, გ. ი. ჩხიკვაძეს, კ. ხ. ცქიფურიშვილსა და ივანე ჟოჟიკაშვილს იმის გამო, რომ მათ ი. მუმლაძეს უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” ცნობით, ექვთიმე ელიაშვილმა სახაზინო პალატის ახლად გადაკეთებულ შენობაში პარაკლისი გადაიხადა და შენობა აკურთხა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსს თანაშემწის, კოვალსკისთვის კახეთის გზაზე გლდანის, ცხვარიჭამიისა და საბადურის ფოსტის სადგურების დათვალიერება დაუვალებია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ნოემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბათუმში გაემგზავრა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 27 ნოემბერს მარიამ ქაიხოსროს ასული ხიმშიაშვილი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით ორი თვით დააპატიმრეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ნოემბერს დილის მატარებლით თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი თბილისიდან ბორჯომში გაემგზავრა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ა. ა. ბიბიკოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაღესტნის კანცელარიის მმართველის თანამდებობას იკავებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ა. ა. ბიბიკოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქუთაისის კანცელარიის მმართველის თანამდებობას იკავებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ა. ა. ბიბიკოვი გორის მაზრის უფროსად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში დანიშნული იყო ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისი. უნდა წარმოედგინათ კომედია „ჩემს ცოლს ვეყრები”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბერს, გიგო თოიძის ცნობით, დაღესტანში ქართული სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიამ ოდესის სტუდენტების დასახმარებლად თანხა გაიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით მადლობა გადაუხადეს ლუდმილა თეიმურაზის ასულ ჩახავას და თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიას, რომლებმაც მარტვილის უფასო სამკითხველოს თანხა შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ანასტასია წერეთლისა, ნიკო მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში ზაქარია გრიქუროვს გადასცა 52 მან., ივანე როსტომაშვილს – 15 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 5 და ნიკოლოზ ავალიშვილს – 10 მან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ზაქარია გრიქუროვს უნდა გადასცენ წიგნების ანგარიშში – 190 მანეთი და ასევე იაკობ გოგებაშვილს რვეულების საფასური, რომელშიც სრულად ერგება – 589 მან. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისთვის უნდა გადაეცათ გაყიდული რვეულების თანხა – 509 მანეთი.