რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 27 ოქტომბერს ყვირილაში 50 წლის ფერშალმა გიორგი რუხვაძემ თავი მოიკლა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ვიცე-გუბერნატორი კ. კ. სტეფანოვიჩი ბათუმში გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ოქტომბერს გენერლის მეუღლეს, ასტაფიევისას ქვაბი მოჰპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააკავა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ოქტომბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ 1897 წელს გზათა სამინისტროს ინჟინრის, კუდნიცკის პროექტით თბილისი-კავკავის სარკინიგზო გზის შესასწავლად 150 000 მანეთი უნდა გამოეყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე უნდა განეხილათ არშაკ თულაევის თხოვნა, არ გადაეხდევინებინათ დაფასების ხარჯის დარჩენილი ნაწილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში უნდა განეხილათ თბილისის ოლქის სასამართლოს დადგენილება ილია ხერხეულიძის საქმეზე. თბილისის ოლქის სასამართლომ ხერხეულიძეს ნინი ციციშვილის კუთვნილი მამული არ დაუმტკიცა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 25 ოქტომბერს ნავთლუხში კოჟუხოვისა საყვარელს წაეჩხუბა და დანით სასიკვდილოდ დაჭრა. კოჟუხოვისა პოლიციამ დააკავა, დაჭრილი კი თბილისის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ოქტომბერს მღვდელ ზაქარია გძელიშვილის გაქურდვისთვის დაკავებულმა პირმა ციხიდან გაქცევა სცადა. ის ციხის ეზოშივე დაიჭირეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ოქტომბერს ანტონ მოსესიანცმა პოლიციაში განაცხადა, რომ მისი დუქნიდან ერთ-ერთმა კლიენტმა ქურქი მოიპარა. პოლიციელმა ლოგვინოვმა შეიპყრო ქურდი, რომელმაც დანაშაული აღიარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ოქტომბერს ალექსანდრე პლეშკოვის 3 წლის ქალიშვილი ხუნაგის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს და სახლს დეზინფექცია ჩაუტარეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 ლის 24 ოქტომბერს პოლიციელმა ილია დგებუაძემ აბასთუმანში ყაჩაღი თეიმურაზ ბერიშვილი დააკავა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 24 ოქტომბერს ლეონ კარაპეტის ძე ლალაიანცის საქმის განხილვის დროს ლ. ლ. ფატეევი სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 24 ოქტომბერს ლეონ კარაპეტის ძე ლალაიანცის საქმის განხილვის დროს სასამართლო პალატის წევრი ჩეხოვსკი საქმის მომხსენებელი იყო.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ლეონ კარაპეტის ძე ლალაინცის საქმეზე ბაქოს ოლქის სასამართლოს განაჩენი განიხილა და სასჯელი სამართლიანად მიიჩნია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ოქტომბერს შემოქმედში ბჟუჟზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობა ი. ბაბინაშვილის ინიციატივით დაიწყო. მშენებლობის დასრულებიდან 3 დღეში ბჟუჟი ისე ადიდდა, რომ ნახევარი ხიდი დაანგრია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი ოჯახთან ერთად ქუთაისიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 23 ოქტრომბერს კავკასიის მკურნალთა საზოგადოების სადგომში გამართულ პეტერბურგის ექიმების დამხმარე საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებაზე ე. მაღალაშვილი საზოგადობის მოსამართლედ აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს პეტერბურგში რუსეთის ფუტკრის მომშენებელი საზოგადოების კრება გაიმართა. სხდომას კავკასიის ფუტკრის მომშენებელი სამმართველოს თავმჯდომარემ, ნ. ნ. შავროვმა შესთავაზა, რომ მომავალ წელს კრებები გაემართათ თბილისში, კავკავში, ეკატერინოდარში და სხვ. კრებამ შავროვის წინადადება მოიწონა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონმა სათავადაზნაურო სკოლის მმართველ კომიტეტთან ერთად სკოლისთვის პანსიონის ასაშენებლად განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ბარბარე ავალიშვილის, კოტე ყიფიანის, ალექსანდრა კარგარეთელის, ბარამიძის, გედევან გედევანოვის, კოტე მარჯანიშვილის, კანდელაკის, ადამიძის, ივანე კარბელის, შაქრო საფაროვისა და სხვ. მონაწილეობით სპექტაკლი „მბჟუტავნი ცეცხლნი“ დადგა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 22 ოქტომბერს რუსეთიდან ჩამოასვენეს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი ახალ სენაკში დაკრძალეს.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 22 ოქტომბერს ტრიფონ კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.

