საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ბოგდან ალექსანდრეს ძე პირადიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ბოგდან ალექსანდრეს ძე პირადიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ქალაქ თბილისის მოქალაქის შვილი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ევსეი დავითის ძე რაბინოვიჩი იყო ეროვნებით ებრაელი, აღმსარებლობით იუდეველი, სოციალური წოდებით ვაჭრის შვილი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე სურენ აკობის ძე ტერ-აკოპიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ქალაქ თბილისის მოქალაქის შვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს გევორქ ვართანის ძე ტერ-გევანდიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე გევორქ ვართანის ძე ტერ-გევანდიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით მღვდლის შვილი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე რუბენ აგასის ძე ტერ-ზაქარიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ქალაქ თბილისის მოქალაქის შვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ვააგნ (ვასილ) არუთუნის ძე ტერ-მელიკსედეკიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ვააგნ (ვასილ) არუთუნის ძე ტერ-მელიკსედეკიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით სოფელ კაჩაგანის მცხოვრების შვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ოვანეს გრიგორის ძე ტერ-პეტროსიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ოვანეს გრიგორის ძე ტერ-პეტროსიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ქალაქ თბილისის მოქალაქის შვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მასალის გაძვირებისა სასკოლო სექციას სკოლების შენობები უნდა შეეკეთებინა, რადგან სწავლა მიმდინარეობდა და შენობების მოწესრიგება აუცილებელი იყო. ორი-სამი სკოლის შენობას თუ ვერ შეაკეთებდნენ ერთი მაინც მოეწესრიგებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა დროებით სახემძღვანელო წიგნების გამოცემა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და წიგნების გამომცემელი სექცია მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები. მისი აზრით, ერთ სექციას მეორეში უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი, რათა ამ ორ განყოფილებას შეთანხმებულად ემუშავა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას სკოლის მეთვალყურის საშუალებით ადრევე უნდა გაერკვია და გაეთვალისწინებინა რა სჭირდებოდა სკოლას და ამის მიხედვით დაეკმაყოფილებინა მისი საჭიროება.