რეგისტრირებული ფაქტები92171
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ ბეჟანიშვილმა, რომ მისთვის ნისიად გადაეცათ 200 მანეთის წიგნები, რომელთა საფასურსაც საზოგადოებას მათი გაყიდვის შემდეგ დაუბრუნებდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ბეჟანიშვილისთვის იაკობ გოგებაშვილის თავდებით ერთი თვით გადაეცათ 200 მანეთის წიგნები.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 9 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე გამგეობას მიმართა ლუკა რაზიკაშვილმა, რომ მისთვის კიდევ 3 თუმანი გადაეცათ თავისი ნაწერების ანგარიშში, რომელთა გამოცემის ნება გამგეობისთვის ჰქონდა მიცემული. გამგეობამ ლუკა რაზიკაშვილის თხოვნა დააკმაყოფილა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. საზოგადოებამ ალექსანდრე არაბიძესთან წიგნების გასაგზავნად 20 კაპიკი გამოყო. ასევე დაფარეს სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 200 მანეთი და 51 კაპიკი შეადგინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე როდონოვს 88 კაპიკი მისცეს, ნიკოლოზ ავალიშვილს კი — 24 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილს გომარეთში წასასვლელი გზის ფული — 45 მანეთი მისცეს, დურგალს — 22 მანეთი, კავკავის სკოლისთვის წიგნების გასაგზავნად კი საზოგადოებამ 8 მანეთი გამოყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ბ. ა. ჯაბადარმა ქალაქის გამგეობას მოახსენა, რომ თბილისში ქუჩის ფარნების დიდი ნაწილი გამოსაცვლელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე წიგნების ანგარიშში ზაქარია გრიქუროვს მისცეს 25 მანეთი, ისიდორე ლეჟავას — 3 მანეთი და 56 კაპიკი, გრიგოლ ტატიშვილს კი — 20 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე ბიბლიოთეკის წიგნების დასაკაზმში გ. კოტეტიშვილს — 17 მანეთი, ხოლო მაღაზიის წიგნების დასაკაზმში — 11 მანეთი მისცეს, ნიკოლოზ ბადრიძეს კი — 9 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე განიხილეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ივლიანე გოგოლაშვილის მოხსენება, რომ 1897 წლის 8 სექტემბერს როცა სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი ისიდორე რამიშვილი თავის ნივთებს ალაგებდა ურემში სკოლის მოსწავლეებიც დაეხმარნენ მას, რაზედაც უკმაყოფილება გამოუთქვამთ დეკანოზ ქავთარაძეს და მის ძმას. ივლიანე გოგოლაშვილმა სთხოვა გამგეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ზომების მიღება, თუმცა გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა გოგოლაშვილის მოხსენების განხილვა, მხოლოდ სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მოუწოდა, რომ გარეშე პირებისათვის სკოლის საქმეებში ჩარევის ნება არ დაერთო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. ბ. პატარაიამ სკოლას მაგიდა და სკამი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. მ. გეთიამ სკოლას საკლასო დაფა შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში ი. ხუროძისა და ბ. იოსავას ხარჯით გახსნილი წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. სპირიდონ აბესაძემ სკოლას მოსწავლეებისთვის ფურცლები და ფანქრები, ხატი და ხელმწიფე იმპერატორის ჩარჩოში ჩასმული სურათი შესწირა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 სექტემბერს მიტროფანე ბოგუცკი ქალაქ ვარშავაში გაემგზავრა, სადაც იგი ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბრისთვის ნაძალადევში აკაკი წერეთლის პიესა „კინტო” იდგმებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თბილისის ქალაქისთავის კანდიდატებად დაასახელეს კონსტანტინე ალიხანოვი, გიორგი ევანგულოვი, კონსტანტინე რეიტერი და პეტრე ოპოჩინინი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა თბილისის პოლიცმეისტერს 1897 წლის საქველმოქმედო საზოგადოებათა დაწვრილებითი ანგარიშების წარმოდგენა უბრძანა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს სთხოვა, რომ იმ წელს თბილისის გუბერნიის გლეხები სამხედრო ბეგრისგან გაეთავისუფლებინათ, რადგან საქონლის ჭირის გამო მათ ჯარისკაცთა ბარგის გადასატანად ხარ-ურმის გამოყვანა აღარ შეეძლოთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი უცხოეთიდან დაბრუნდა და სამხატვრო კლასები გახსნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 სექტემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით სოფელ ჯუმათის მაცხოვრებლებმა გამოთქვეს იმედი, რომ ალ. გამრეკელი სოფელი ბაილეთიდან სუფსის სადგურამდე გზების შეკეთებას უზრუნველყოფდა.

