საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80199

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგემ ტიტე კახიძემ, რომ მისთვის გაეგზავნათ კავკავის სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე გამგეობის მიერ მიღებული დადგენილების ასლი. გამგეობამ პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების რამდენიმე წევრის განცხადება, რომ მოეწვიათ კრება და ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. საკითხი გამგეობამ განსახილველად შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა, რომ ეცდებოდა სამეურნეო განყოფილებისათვის შეემუშავებინა საჭირო პროექტი და ასევე შეატყობინა გამგეობას, რომ აღმზრდელი ტერენტი წერეთლის ჯამაგირის საქმე მოახსენა სკოლის სამზრუნველო კომიტეტს. გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდა ყიფიანის მოხსენებას და დაელოდებოდა სამზრუნველოს ცნობას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე განიხილეს წიგნებით მოვაჭრე კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზიიდან ორი თვით ნისიად მიეცათ ორასი ან სამასი მანეთის ღირებულების წიგნები, ხოლო თავდებად ჩათვლოდა ის წიგნები, რომლებიც გასაყიდად საზოგადოების მაღაზიაში ჰქონდა მიბარებული. გამგეობამ მას გადასცა 10 თუმნის წიგნები, ხოლო თავდებად გამოართვა მისი კუთვნილი წიგნები.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 მარტს ბახვის სკოლის მასწავლებელმა გრიგოლ ნ. შარაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა წერილი, რომელშიც საზოგადოებას აცნობა, რომ მიიღო საზოგადოების მიერ ღარიბი მოსწავლეებისათვის გამოგზავნილი სასწავლო იარაღები და წიგნები.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა საგამოფენო კომიტეტის თხოვნა, რომელსაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე უნდა გაეტანა საქართველოს განყოფილება. კომიტეტს სურდა, გამგეობას რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე ეთარგმნა საზოგადოების წიგნსაცავის და მუზეუმის კატალოგები და გადაეცა დასაბეჭდად. საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პარიზის მსოფლიო გამოფენის ქართული კომიტეტის თხოვნა საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმების კატალოგების უცხო ენებზე თარგმნისა და დაბეჭდვის შესახებ. ამ დროისათვის გამგეობას არ ჰქონდა დამზადებული ვრცელი კატალოგი და ვერც მოკლე დროში მოასწრებდა მის მომზადებას, ამიტომ კომიტეტის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადოებას მომავლისათვის უნდა ჰქონოდა თავისი წიგნების შესაფერისი კატალოგი. ამისათვის მდივან დავით კარიჭაშვილს დაევალა, მოეხსენებინა გამგეობისთვის კატალოგის შედგენის შესახებ. საკითხი დაწვრილებით უნდა განხილულიყო შემდეგ სხდომაზე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის სახელოსნოს ყოფილ შენობაში I ბიბლიოთეკის გადმოტანის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა მდივან დავით კარიჭაშვილის მოთხოვნა ფოტოგრაფიის სახელოსნოს ყოფილ შენობაში პირველი ბიბლიოთეკის გადმოტანის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აგვისტოს კიევის ქალთა უმაღლესი კურსების მსმენელმა თამარ ევგენის ასულმა ქუთათელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სამი წლით სტიპენდია სთხოვა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 7 თებერვალს ისიდორე ივანეს ძე სტურუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ხაზინადარი გახდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების 1913 წლის შემოსავალ-გასავალი 571 მანეთსა და 15 კაპიკს შეადგენდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 აგვისტოს სამეურნეო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა იერემია გარსიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 აგვისტოს ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე თადეოზის ძე პაპავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 1912 წლის 15-16 აპრილს ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძის მიერ დადგმული ორი წარმოდგენიდან 295 მანეთისა და 70 კაპიკის შემოსავალი მიიღო.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 402 მანეთსა და 14 თეთრს, გასავალი – 400 მანეთსა და 20 თეთრს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 აგვისტოს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტმა გიორგი ბესარიონის ძე ჭოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აგვისტოს მიხეილ ჭიაურელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 აგვისტოს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 5 მარტს ვარლამ კონსტანტინეს ძე ასათიანი, ელისო ივანეს ასული კალანდაძე, ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე და ილია ეგნატეს ძე ჯაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 636 მანეთსა და 22 კაპიკს, გასავალი – 631 მანეთსა და 20 კაპიკს.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებაში 38 წევრი ირიცხებოდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი და ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წარმოდგენების სექციას ხელმძღვანელობდნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს მაქსიმე ნიკოლოზის ძე გუგუნავა, სტეფანე პეტრეს ძე სტურუა, სპირიდონ გიორგის ძე სიხარულიძე, დავით მიხეილის ძე კვანტალიანი და იოსებ გოგოძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.