რეგისტრირებული ფაქტები80199
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთა წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიამ, რომ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ნათარგმნი იყო სიმონ გრიაზნოვის მიერ, არ იყო სრულფასოვნად და გასაგებად თარგმნილი, ამიტომ მათი აზრით, ასეთი წიგნის დაბეჭდვა მიუღებელი იყო. გამგეობამ კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და თარგმანი არ დაბეჭდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ, რომ მის მაგივრად მისი ძმის, გიორგი აგლაძისთვის წინასწარ გაეგზავნათ ნოემბრის ჯამაგირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ევტიხი მამინაიშვილმა, რომ როკას კოშკის და ყორნისის სკოლებისთვის უფასოდ დაეთმოთ ათ-ათი ცალი დედა ენა და ორმოც-ორმოცი ცალი ქართული რვეული. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანე რატიევმა, ფ. ტარასოვმა, გიგო ზაზიაშვილმა და ასევე კავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრეთა ამხანაგობამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც განსვენებულს მათი ვალი მართებდა. გარდა ამისა იოსებ მერკვილაძემ მოითხოვა განსვენებულის მუზეუმიდან დაებრუნებინათ მისი კუთვნილი სურათი, ხოლო ი. საიპოვის განცხადებით მას როინაშვილთან დატოვებული ჰქონდა ძვირფასი კრიალოსანი და ქინძისთავი, რომლის საფასურად აეღო 1000 მანეთი და ითხოვდა ხსენებული ნივთების უკან დაბრუნებას, რა თქმა უნდა, თანხის დაბრუნების პირობით. გამგეობამ თითოეული პიროვნების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ გადაიხადეს საწევრო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ირაკლი ვახტანგის ძე ოშხერელმა გადაიხადა საწევრო.
ტიპი: ღონისძიება
სოფელ კორბოულის სამრევლო სკოლის მასწავლებელი – მღვდელი სერგო მაჭარაშვილი – გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის სკოლაში შეგროვებულ 10 მანეთსა და შემომწირველთა სიას. მასწავლებელნი: მღვდელი სერ. მაჭარაშვილი – 2 მან., ლავ. ხარშილაძე – 1 მან., დომ. მაჭარაშვილი – 1 მან., მღვდელი ლ. მაჭარაშვილი – 1 მან., ჭ. ბურჯანაძე – 1 მან., სარ. ჩაჩანიძე – 50 კაპ., მარ. ჩაჩანიძისა – 50 კაპ., ლაზ. ტაბატაძე – 50 კაპ., სარ. მაჭარაშვილი – 50 კაპ., ილია ხარშილაძე – 50 კაპ., ვას. გაფრინდაშვილი – 50 კაპ.; მოსწავლეთაგან შემოწირულია 1 მან.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი სიმონის ძე პეტრიაშვილმა გადაიხადა საწევრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მოეძიებინათ მისამართი და მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეს საზოგადოების სახელით დასწრებოდნენ შალვა მიქელაძე და იპოლიტე ვართაგავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობას თხოვნით მიმართა ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის სესხად დაეთმოთ 100 მანეთი, სანამ ქალაქის გამგეობისგან აიღებდა დანიშნულ სუბსიდიას. გამგეობამ გამგის თხოვნა დააკმაყოფილა და სესხად გასცა 10 თუმანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას წიგნების შეძენის თაობაზე თხოვნით მიმართა მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა. გამგეობამ ვ. კარბელაშვილის წიგნების სიის გადამოწმება და საფასურის თაობაზე მასთან მოლაპარაკება დაავალა დავით კარიჭაშვილს და სერგი გორგაძეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა პეტრე მამრაძემ, რომ სანამ ილიას ძეგლის გარშემო რკინის მოაჯირს გააკეთებდნენ აუცილებელი იყო ამ ადგილის ხის ფიცრებით შემოტიხვრა, რისთვისაც მისი დაანგარიშებით საჭირო იყო 7 თუმანი. გამგეობამ ხარჯის გადამოწმება და შემდეგ საჭირო თანხის გაცემა დაავალა ალექსანდრე მდივანს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სტიპენდიების გაგზავნის შესახებ. ცნობის მიხედვით, ძმებმა ლევან და პეტრე ზუბალაშვილებმა გამოუგზავნეს გამგეობას 1000 მანეთი, მაგრამ საზოგადოებას არ გააჩნდა არანაირი წერილობითი ცნობა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ფულს. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს რამდენიმე პირის განცხადება თამარ მეფის 700 წლის იუბილის გამართვის შესახებ, ასევე ამავე საკითხზე წარმოადგინეს გ. ახალციხელის „ღია წერილი გამგეობისადმი“. გამგეობამ განცხადების ავტორებს აცნობა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა გაემართა თამარ მეფის 700 წლის იუბილე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 19 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1-ლი სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 1912 წლის 20 მაისს გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაში (სააკაძის გასამართლება) 175 მანეთისა და 84 კაპიკის შემოსავალი მიიღო.