რეგისტრირებული ფაქტები93322
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 დეკემბერს მოსამართლეებისა და პოლიციის მოხელეთა თანდასწრებით დაათვალიერეს კ. პლიუშჩევსკის სადგომი, სადაც მისი რამდენიმე წერილი აღმოაჩინეს. ერთ-ერთ წერილში პლიუშჩევსკი წერდა, რომ ის კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონის მოკვლას აპირებდა და თვითმკვლელობასაც გეგმავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძისამ წარმოადგინა 1897 წლის 21 დეკემბერს გამართული კონცერტის ანგარიში, რომელიც გამგეობამ გაზეთებში გამოაცხადა და ასევე, თანხის გარკვეული ოდენობა გასცა ბაზრის გასამართავად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 დეკემბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად უნდა გამართულიყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ალექსანდრე კავსაძისა და იოსებ მჭედლიშვილის საერო ხორო მიიღებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ქალაქის გლეხთა არჩევნები უკანონოდ მიიჩნია და გასცა ბრძანება არჩევნების თავიდან დანიშვნის შესახებ.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 21 დეკემბერს კ. პლიუშჩევსკის ცხედარი გაჭრეს. აღმოჩნდა, რომ მას ტყვია მარჯვენა ყურთან მოხვედრია, შუა ტვინში გაუვლია და მარცხნივ, საფეთქელთან გაჩერებულა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ია კარგარეთელმა შეასრულა ნიკოლოზ კლენოვსკის მიერ ილიას ლექსებზე დაწერილი რომანსები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ვასილი ველიჩკომ წაიკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსების მისეული რუსული თარგმანები.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მთავარმართებლის კანცელარიის ვიცე-დირექტორი, კ. ს. სოლოვიოვი უარს ამბობდა თანამდებობაზე და სამხედრო სამსახურს უბრუნდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკავში წიგნთსაცავისა და სამკითხველოს დაარსებას აპირებდნენ. სამკითხველო ივანე მესხიევის წიგნების მაღაზიაში უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სოფელ დოესში პირველი სკოლის გახსნა მ. გ. და ნ. ე. ერისთავებს თავის თავზე აუღიათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ლანჩხუთში მდებარე ორ-კლასიან სასწავლებელში ივანე ცინცაძე გალობას უსასყიდლოდ ასწავლიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობაზე ვლადიმერ დარჩიაშვილი და რაჟდენ თომას ძე კალაძე დაინიშნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობა დატოვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი ჟურულს ერობის საქმის გამო დანიშნულ კომისიაში წარსადგენად ვრცელი ანგარიშის შედგენა დაევალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კ. სერობიანცის არჩევის გამო ხელოსანთა ნაწილმა საგუბერნიო სამმართველოში საჩივარი შეიტანა. მათი თქმით, სერობიანცი ხელოსანთა მოურავად უკანონოდ აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, დავ. გვახარიას შლაპების ქარხანაში ვაჟებისთვის განკუთვნილი შლაპების დიდი არჩევანი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კ. ს. თოფურიძე ბათუმის პირველი ნაწილის ბოქაულის თანამდებობიდან გადადგა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მართლმსაჯულების სამინისტრომ ქალაქის მოურავად ახლად არჩეული ნაფიცი მსაჯული გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი არჩევნის წინაშე დააყენა. მათი თქმით, არ შეიძლებოდა, რომ ერთ კაცს ნაფიცი მსაჯულის და ქალაქის მოურავის თანამდებობა აღესრულებინა და ამიტომაც გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვს ნაფიც მსაჯულობაზე უარი ეთქვა.

