საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80195

1907

ტიპი: ღონისძიება

ივანე პურადაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1907 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსული თანხიდან 100 მან. დასჭირდა თეატრის ქირას, რომლის მთლიანად ან ნაწილობრივ დასაბრუნებლად ქალაქის გამგეობასთან მოლაპარაკება მინდობილი ჰქონდა მოსე ქიქოძეს, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო ეს საქმე პეტრე ყიფიანს დაევალა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში მდივანი დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეცათ მისთვის ნება ერთი თვით დასასვენებლად წასულიყო სოფელში და ამ ხნის განმავლობაში მისი თანამდებობის შესრულება მინდობოდა მის თანაშემწეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა საზოგადოების მდივნის, დავით კარიჭაშვილის თხოვნა ერთი თვით დასასვენებლად სოფელში წასვლის შესახებ. კარიჭაშვილის თანამდებობის აღსრულება მის თანაშემწეს მიენდო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსების მოსასმენად თანხის მიცემის შესახებ და დაადგინა, მიეცათ 20 მანეთი. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: დავით კარიჭაშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ქართლ-კახეთის საეპარქიოს რჩევის წერილი, რომლის თანახმადაც მიხეილ კლიმიაშვილი დაამტკიცეს გომარეთის სკოლის მასწავლებლად და გამგეობას სთხოვენ, პედაგოგ კლიმიაშვილს გაუგზავნონ საჭირო დოკუმენტები. გამგეობამ განაცახდა, რომ გაითვალისწინებდნენ მათ თხოვნას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებლის გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძის მოთხოვნა სკოლიდან მისი დათხოვნის განმარტების შესახებ. საქმის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 აგვისტოს მეტრიკული ამონაწერი №2404 გვამცნობს, რომ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს წესი აუგეს ქვაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ და დიაკვანმა ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილმა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომლის განხილვაც სკოლების კომისიას დაევალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის. გამგეობას მისი თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოებას გააცნო ბესარიონ ნიჟარაძის წინადადება, რომ შეეძინათ მისგან ხელნაწერი სვანურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც დავით კარიჭაშვილს ჰქონია შემოწმებული.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თელავის განყოფილების გამგეობის მოხსენება ილიას ყვარლის მამულის ჩაბარების შესახებ, რომელიც გამგეობას არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ჩხარის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე ნინო გოგოლაშვილმა გამგეობას წიგნების დახმარება სთხოვა. გამგეობას მისი თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობას ლაისტის თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ ნაცვლად იაკობ ორჯონიკიძისა, რომელმაც სასწავლებელი უკვე დაასრულა, სტიპენდია დაენიშნათ ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის კრების დადგენილებები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ იმ დროისთვის სკოლაში ერთი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 42 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლაზე გამგეობა წელიწადში ხარჯავდა 470 მანეთს, ხოლო სოფლელები სკოლას შეშითა და მოსამსახურის დახმარებით უზრუნველყოფდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 2 აპრილამდე. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა არ შედგა. ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. აღნიშნული სხდომიდან ვიგებთ, რომ ვასილ ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 7 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი გამგეობის წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 7 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე გამგეობის წევრი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოსთან ბართლომე ღუდუშაურის მედავითნედ და სიმონ გიორგის ძე მეფურნოვის მნათედ დანიშვნის თაობაზე. გამგეობამ შუამდგომლობით მიმართა კავკავის ეპისკოპოსს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სენაკის სკოლის პედაგოგებმა: პლატონ წულუკიძემ, ივანე გომელაურმა, გრიგოლ წულუკიძემ და მიხეილ შარაშიძემ სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ მათი მოხსენება უყურადღებოდ დატოვა.