რეგისტრირებული ფაქტები88614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია ალექსის ძე ხუნწარია, ანდრია დიმიტრის ძე ხოფერია, ნიკოლოზ დავითის ძე ხოფერია, აკაკი ხარბედია, დიონისე ხორავა, გიორგი (გუგუტა) ივლიანეს ძე ხოფერია, პისტი დიმიტრის ასული ჯინორიძე და ისიდორე ჯოლოგუა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ იმ წელს საზოგადოებამ დაიწყო ფიზიკის, „დედა ენის“ (I ნაწილი), კრილოვის არაკებისა და „ალის“ ბეჭდვა, რასაც ერთი წლის განმავლობაში 144498.67 მანეთი დასჭირდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ნესტორ აბესაძე იყო, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო იოსებ იულონის ძე დადიანი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ შიუკაშვილი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თევდორე კიკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ერთობის“ მიხედვით, 5 წლის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი ჯარისკაც ალფესი გოგეშვილის შესახებ, რომელიც მსახურობდა ოსმალეთის ფრონტზე კაბარდინის პოლკში და მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე იყო მ. ტაბატაძე.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, მ. ტაბატაძე იყო ზესტაფონის ერობის გამგეობის წევრი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ბიბლიოთეკარ კ. რუხვაძეს ნაყოფიერი შრომისთვის ერთდროული დახმარება 500 მანეთი გადაეცა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაადგინეს, რომ განყოფილების გამგეობას ქალაქის თვითმმართველობისთვის ეთხოვა წიგნსაცავ-სამკითხველოებს დახმარებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს განყოფილების გამგეობის შემოსავლის ჯამი შეადგენდა 2334 მანეთსა და 55 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს გამგეობას კერძო პირისთვის ნასესხები ჰქონდა 1000 მანეთი და დაუბრუნა ვალი. ამ თანხის პროცენტული სარგებელი იყო 73 მანეთი და 50 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს განყოფილების გამგეობის მთლიანი შემოსავალი შეადგენდა 7017 მანეთსა და 99 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს განყოფილების გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ხარჯები – 29 მანეთი და 50 კაპიკი, გათბობა-განათება – 90 მანეთი, გამგის ხელფასი – 953 მანეთი და 66 კაპიკი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 25 მანეთი, წიგნები – 30 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 770 მანეთი და 70 კაპიკი, თეატრის შენობის ბანკიდან დასახსნელი თანხა – 1363 მანეთი და 64 კაპიკი, სულ – 3262 მანეთი და 50 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1919 წლის დასაწყისში განყოფილების ხაზინაში დარჩენილი თანხა შეადგენდა 3755 მანეთსა და 49 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, განყოფილების შემოსავლის ძირითადი წყარო იყო საღამოები და შემოწირულობები. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, მიმდინარე წელს საწევრო გადასახადს ძალიან ცოტა წევრი იხდიდა. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1916 წელს წევრთა რიცხვი იყო 49, 1917 წელს – 87, 1918 წელს – 49. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.

