რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას თავისი წიგნი „ქართველთა ტომი“ მიუძღვნა წარწერით.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წელს ილია ჭავჭავაძემ მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად საგურამოს ახალი სახლის აივანზე ფოტო გადაიღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „სამშობლოსათვის თავდადება“.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, საყასბოს მესამე ბეითლად ახალ კურსდამთავრებული სტუდენტი ვართანოვი დაენიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქველმოქმედი გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძე ყვირილაში თლილი ქვის ტაძარს აშენებდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ინჟინრებს იარალოვსა და ალიხანოვს თბილისში თუჯის ჩამომსხმელი ქარხანა ჰქონდათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს იაკობ ლევანის ძე მაჭავარიანი სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წელს თიანეთის მაზრაში საქონლის ჭირის გავრცელების ბრალდებით საქონლით მოვაჭრეების, აღალო და ზაქარია მკალავიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ყვირილაში გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძე მეურვეობას უწევდა ღარიბ მოსწავლეს, ილ. მანჯავიძეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის გაზაფხულზე ძმებმა პოლოვცოვებმა რედაქტორ მეშჩერსკის გამოქვეყნებული წერილის გამო რედაქციაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძმები დააპატიმრეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვეტერინარ მრევლიშვილის გამოძიებით გაირკვა, რომ თიანეთის მაზრაში საქონლის ჭირი პირუტყვით მოვაჭრეების აღალო და ზაქარია მკალავიშვილების მიერ გასაყიდად ჩაყვანილი საქონლისგან გავრცელდა წინა წელს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ თომას ძე კაიაბეგოვს ახალციხეში კეთილმოწყობილი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 3 დუქანი და 51 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვარდო ავეტიქის ასულ ენფიანჯიანცს აბანოების ქუჩაზე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მინაი აბრამის ძე თემუროვს განჯაში ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 70 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მინაი აბრამის ძე თემუროვს განჯაში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს და 70 კვადრატულ საჟენ მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ თომას ძე კაიაბეგოვის ახალციხეში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, 3 დუქანსა და 51 კვადრატულ საჟენ მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს არუთინ გრიგოლის ძე დურმიშევსა და მიხეილ ოსიფას ძე დურმიშევს განჯაში ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, სარდაფი, თავლა, წისქვილი, საბოსტნე ადგილი და 2440 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვარდო ავეტიქის ასულ ენფიანჯიანცის აბანოების ქუჩაზე მდებარე სამსართულიან ქვითკირის სახლსა და მიწის ნაკვეთს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის გორში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, დუქანსა და 661 კვადრატულ საჟენ მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძეს გორში ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, დუქანი და 661 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

