რეგისტრირებული ფაქტები87133
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 მაისის სხდომაზე გამგეობამ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზორებად დანიშნა ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი, რომელთაც დაევალათ როგორც სამეურნეო, ისე სასწავლო მხრივ აღნიშნული სკოლის შემოწმება.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს კავთისხევის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი წმინდა სახარება, პლ. იოსელიანის გრამატიკა, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“, ორ-ორი − „ბუნების კარი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, არითმეტიკული გამოცანები, 3 − ჭონქაძის „სურამის ციხე“, 5 − ანთ. ჯუღელის დედანი და ლოცვანი და 10 − „დედა ენა“.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 24 მარტს მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სადმელის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო: 12 ცალი „დედა ენა“, 10 დედანი, 10 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 10 „იგავ-არაკნი“, 8 სპიდის დაფა (4 გზაში გატეხილა), 18 კალმისტარი და 36 ფანქარი, 12 ცალი ცარცი, 3 დასტა შავი და 1,5 დასტა თეთრი ქაღალდი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის საჭირო იყო: 10 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“, 8 ც. კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 15 ც. „დედაენა“, 15 დედანი, 20 კალმისტარი, 20 ფანქარი, 20 გრიფელი, 1 კოლოფი კალამი, 10 დასტა ქაღალდი (თეთრი და შავი), ერთი კოლოფი მშრალი მელანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კავთისხევის სკოლის მასწავლებელი იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ღარიბი მოსწავლეებისთვის სთხოვდა, გამოეგზავნათ მხოლოდ გოგებაშვილის „დედაენა“, რამდენ ეგზემპლარსაც შეძლებდნენ, ასევე დახაზული ასპიდის დაფები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, 1880 წლის 24 მარტს მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები. რაც სკოლისთვის იყო გამოგზავნილი, ბიბლიოთეკაში შეიტანა და რაც ღარიბი მოსწავლეებისთვის − დაურიგა მათ უფასოდ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის პირველ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (შედგენილი მარიამის სასახლის ეკლესიის დეკანოზ დ. სოკოლოვის მიერ და რუსულიდან ნათარგმნი გ. დიდებულიძისაგან) − 2 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი − 9, „დედაენა“ − 14, ასევე ნივთები: 9 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, 9 ფანქარი, თითოეულ მოსწავლეზე ათ-ათი ფურცელი საწერი ქაღალდი, სულ 90 ფურცელი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო „დედაენა“, არითმეტიკის სახელმძღვანელო (ნებისმიერი გამოცემა), დ. სოკოლოვის „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ აგრეთვე სკოლისათვის გეოგრაფიული რუკა და ნ. ჩუბინაშვილის-რუსულ ქართული ლექსიკონი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, საწერი ქაღალდი, ფანქრები, კალმები, სახაზავები და ცარცი.

