რეგისტრირებული ფაქტები89838
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ზუბალაშვილმა სამეურნეო საზოგადოების კრებაზე დამსწრეებს მოცვის ჩაი წარუდგინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ფორაქოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში 14-ჯერ დაესწრო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ა. ვოლფ-იზრაილი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში მასწავლებლად მიიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ა. ვოლფ-იზრაილი საიმპერატორო თეატრის სოლისტი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 სექტემბრის კრებაზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ რეჟისორებად აკაკი ნესტორის ძე ფაღავასა და ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მიწვევა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრში ახალი სეზონი ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მთის ზღაპარით“ გახსნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი დავით სოფრომის ძე მგალობლიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვ. ვ. ალენიკოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში მასწავლებლად მიიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნ. ჯავახიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბაქოს დრამატული წრის მიერ მიწვეული ელენე იოსების ასული ანდრონიკაშვილი და შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილი (ხონელი) ბაქოში გაემგზავრნენ.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი აბას ხანახმედოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 11 ოქტომბერს ხორცის დუქნების გამგე-კომისიამ ავლაბარში ხორცის დუქნის გასახსნელად დაათვალიერა ვარშამოვის, ცატუროვისა და გულასპოვის სახლები.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი სარქის კარაპეტის ძე გდახოიანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

