რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა მიხეილ ქართველიშვილს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სოფელ რუხში სკოლის გახსნას აპირებდა. გოგებაშვილმა ქართველიშვილს ამ სოფელზე შემდეგი ცნობების მიწოდება სთხოვა: ზუსტად სად მდებარეობდა, ქართველების გარდა კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა, სოფელს თუ შეეძლო სკოლის შენახვა, იქაური მაზრის უფროსი ვინ იყო, მღვდლად ვინ მსახურობდა და ა. შ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის გაგზავნილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თარგმანი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 ნოემბერს თბილისის საცავი ბრიტანეთისა და უცხოეთის საბიბლიოთეკო საზოგადოებას უგზავნის წერილს, რომელშიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიისათვის ითხოვს ქართული ფსალმუნის 5 და ქართული ევანგელეს 20 ეგზემპლარს. წერილს ხელს აწერს სტეფანე შიუკოვი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, მიხეილ საბინინისგან გასაყიდად მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 4 ეგზემპლარი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების მოქმედების ანგარიში და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა განიხილეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე წიგნების ბეჭდვის საკითხი განიხილეს.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი დაიბადა 1889 წლის 1-ელ ნოემბერს სოფ. ჭილაში (ზემო იმერეთში).

