რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი მაზნიაშვილის მხრიდან ზომების დროულად მიღებისა და ულტიმატუმის დროულად წარდგენის გამო მტრის ეშელონები მთავრობის გადადგომის ნაცვლად სურსათს, ტანისამოსსა და ცხენის საკვებს დასჯერდნენ. მათ ბაქოსკენ გასწიეს, თუმცა მთავრობა კვლავაც შიშობდა, რომ ეშელონებს შეეძლოთ ფოილოს ხიდთან გადმოსხდომა და თბილისზე იერიშის მიტანა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს, სამხედრო კორპუსის შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილის განკარგულება შესრულდა – დელეგატები რუსებთან მოსალაპარაკებლად წავიდნენ, ხოლო არტილერია ვერის დაღმართის გავლით პოზიციების დასაკავებლად გაემართა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციიდან გარიცხეს საშუალო განათლების მქონე პირები – ლიუბა ბუაძე, ნინა ქვათელაძე, სონია გახოკიძე და ეკატერინე ტაბიძე – რომელთაც წაკითხული არ ჰქონდათ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მოხსენება „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის".
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრებმა – დავით, ნინო და ელენე ხელთუფლიშვილებმა, სიმონ ხეჩინოვმა, ამბროსი ხვინგიამ, მაქსიმე ხვინგიამ, პლატონ ხიზანიშვილმა, მინადორა ხოშტარიამ და სილოვან ხუნდაძემ – საწევრო 3-3 მანეთი გადაიხადეს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს პავლე გაჩეჩილაძისა და დიმიტრი კოჭლაძის დაპატიმრების შემდეგ მენშევიკების არალეგალური სტამბა გადაიტანეს მიკაელიანცის სახლში, სადაც 3 კვირის განმავლობაში დაშლილს ინახავდნენ. სექტემბერში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრის, ვასილ კაპანაძის წინადადებით და ბეჟან დოლიძის დახმარებით ტიპოგრაფია დიდუბეში, მებაღე ანდრია ყოჩიშვილის ბინაში, მოაწყვეს. ბოლოს კი ისევ მიკაელიანცის სახლში მიიტანეს. 24 დეკემბერს სტამბა ჩეკისტებმა აღმოაჩინეს. მიკაელიანცის გარდა დანაშაული ყველამ აღიარა.
1935
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1935 წლის 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის ელჩს სსრ კავშირში გრაფ ფონ-დერ შულენბურგს ახლდა მოსკოვში გერმანიის ატაშე ფონ ჰერვარტი. ელჩს დახვდნენ ასტახოვი და დინტსმანი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 3 იანვარს გამართულ თბილისის საბჭოს მე-9 მოწვევის პირველი პლენუმის სხდომაზე საპატიო პრეზიდიუმში აირჩიეს: სტალინი, კაგანოვიჩი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, კალინინი, ორჯონიკიძე, კუიბიშევი, ანდრეევი, კოსიორი, მიქოიანი, ჩუბარი, პეტროვსკი, პოსტიშევი, რუძუტაკი, ჟდანოვი, ბერია.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის მარტში ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატები იყვნენ: ვ. ქურდაძე, მ. ვარამაშვილი, სარ. ტრადატიანი და მაზმანაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პეტრე ტატალაშვილი მღვდლად მსახურობდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მღვდელი პეტრე ტატალაშვილი იყო სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის მდივანი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძის ინიციატივით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეების: კირილე ლორთქიფანიძის, სილ. ლომიას, იონა მეუნარგიას, იოსებ ოცხელის, ილია ყიფშიძის, დავით ახვლედიანის, ნიკოლოზ თუთბერიძის, პორფირე გუნიასა და ივლიანე კიზირიას ხსოვნას.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 24 მაისს დაარსდაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ახალ-სენაკის ბიბლიოთეკა. მას ხელმძღვანელობდა მღვდელი გიორგი გამზარდია.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს ალაგირის ქართული სკოლის ოფიციალურ გამგედ ითვლებოდა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი ანდრეევსკი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი მასწავლებლად მუშაობდა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნესტორ ნიკოლოზის ძე ჭითავა, ილია პროხორის ძე ხაჟომია, ევსევი კონსტანტინეს ძე ხოფერია, მელიტონ ხაბურზანია, ივანე დავითის ძე ხოფერია, მარიამ დავითის ასული ხოფერია, მარიამ გიორგის ასული ხოფერია, ეფროსინე დავითის ასული ხოფერია, პავლე ხოშტარია, შალვა ჯვაბავა, ანა ჯვაბავა, აგრაფინა ჯაიანი და თამარა ჯაკობია.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი მასწავლებლად მუშაობდა ბათუმის სკოლაში.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წელს ამბროლაურში ტროცკისტ გრიგოლ ენუქიძის დაუდევრობის გამო სატყეო მეურნეობამ 300 000 მანეთით იზარალა.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციის პარტიული დოკუმენტების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ალიოშა ბახტაძე ანტისაბჭოთა ელემენტებს სისტემატურად ეხმარებოდა და ის პარტიიდან გარიცხეს.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წელს ყოფილი ფედერალისტი ავერიონ ქაროსანიძე, ვაჭრის შვილი და თვითონაც ყოფილი ვაჭარი, ხონის პარტორგანიზაციიდან გარიცხეს.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წელს ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებული ათასეულის წევრები იყვნენ: ალექსანდრე პაპუაშვილი, ნიკოლოზ ინაშვილი, დავით ნამგალაძე, ნიკოლოზ ცხოვრებოვი, ს. ცხოვრებაშვილი, სირბილაძე, ბაბკ. გეურქოვი, კამ. ჰუსეინოვი, დიმ. ჭალაშვილი, ალექსანდრე დევიძე და შალვა მესხი.

