რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ქუთაისში სამთვიანი პატიმრობის შემდეგ „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წევრები, ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი, ასევე ლიგის საქმიანობაში მონაწილე თედო სახოკია გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ ლიგის წესდების შედგენა მოუსწრიათ, წესდების განხორცილებისთვის ზრუნვა კი − ვეღარ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ქუთაისის ციხიდან თავდებით გამოშვებული „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წევრების, ნიკოლოზ მელიქიშვილის, ანტონ გელაზარაშვილის, შიო დედაბრიშვილისა და ლიგის საქმიანობაში მონაწილე თედო სახოკიას საქმე გასანადგურებლად წარადგინეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს დაპატიმრებული „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წევრები, ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი, ასევე ლიგის საქმიანობაში მონაწილე თედო სახოკია, ქუთაისის ციხიდან თავდებით გამოუშვეს.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს ვარშავაში დააპატიმრეს ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრები: ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს თედო სახოკიამ სამი თვე გაატარა ქუთაისის ციხეში ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს ვარშავაში შეიპყრეს „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, შიო დედაბრიშვილი.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს თედო სახოკია შიო დედაბრიშვილთან მიმოწერის საფუძველზე თბილისში დააკავეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს შიო დედაბრიშვილი ვარშავიდან სთხოვდა თედო სახოკიას, ეზრუნა საქართველოში მყოფი ახალგაზრდების „საქართველოს განთავისუფლების ლიგაში“ გაწევრიანებაზე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს შიო დედაბრიშვილი ვარშავიდან სთხოვდა თედო სახოკიას, მეგობრებისთვის გაეცნო „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდება.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს თედო სახოკიას მიმოწერა ჰქონდა თავის მეგობარ შიო დედაბრიშვილთან, რომელიც იმ დროს ვარშავაში სწავლობდა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის ბოლოს თედო სახოკია ჩაირიცხა ეგრეთ წოდებულ „ფილოქსერიის პარტიაში“, რომელსაც ვენახებსა და ვაზებში მავნებელი მწერის, ფილოქსერას აღმოჩენა და განადგურება ევალებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს დუტუ მეგრელი დედასთან ერთად ოლთისის მაზრაში (ყარსის ოლქი) გაემგზავრა.

